logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: ორიოდ სიტყვა ნაცებზედ!
- +

3 დეკემბერი. 2019. 20:09


იგინეს, აგინეს ყველას, ამოსვარეს ყველა, ისროლეს ტალახი, მონათლეს ხალხი ჯაშუშებად, სამშობლოს მოღალატეებად, დაასახიჩრეს, დააინვალიდეს, თვალებიც დათხარეს, შიში დათესეს, ღირსება გათელეს, ფასადები კი გააფერადეს მაგრამ... 

 

ბილწსიტყვაობის პოლიტიკა დანერგეს, გინება ბრძოლის წესად და სტანდარტად აქციეს.

პირველად ყური მათ დაგვიბინძურეს: - ბადრის რააა.... ყველას გვახსოვს!

მერე მოჰყვა ამას ამას რა.... იმას რა....
დრომ მათივე გინება უკან დააბრუნა. ხალხმა უპასუხა, - მიშას რაო?.... და აღშფოთდნენ, გადაირივნენ, სახე დაკარგეს... 

 

ქართული ანდაზა გახსოვთ? - „რასაც დასთეს, იმას მოიმკიო"...
მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, რომ არც დაგვითესიხართ და არც თქვენი მომკის სურვილი არ გვქონია?!

 

right_banner
არქივი
right_banner