logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ცოტაც დაიცადეთ და ნახეთ, რამდენი იტყვის, რომ თბილისი იყო ყველაზე საახალწლო ქალაქი დედამიწაზე!
- +

29 დეკემბერი. 2019. 14:31

 

ხალხო, ჩემო დაიებო და ძამიებოო, არ მაინტერესებს, არაა, რა ღირს ნაძვის ხე, რა გადაიხადა მერიამ - მილანურია თუ ფარცხანაყანებური, აუქციონზე იყიდეს თუ ტენდერით, არა! მინდა, რომ გავიხაროო, ბედნიერი ვიყო, გავიცინო, მიყვარდეს, ვუყვარდე, მჯეროდეს, რომ არ მატყუებენ და ეს ქვეყანა ჩემიცაა, აღარ მინდა ამდენ ზიზღში და შიშში ცხოვრება, მეც ამიყოლიებთ ხოლმე გველობებში და მერე ვნერვიულობ, გამიშვით, ლექსი უნდა ვთქვა ნაძვის ხეზე და ვიმღერო, გავიდა ეს ცხოვრება... ცოტაც დაიცადეთ და ნაახალწლევს ნახეთ რამდენი იტყვის, რომ თბილისი იყო ყველაზე, ყველაზე საახალწლო, განათებული, ციმციმა და ლამაზი ქალაქი დედამიწაზე, ოღონდ ეს ქართველი არ იქნება, იქნება ვინმე უცხოელი და ჩვენ მის სიტყვებს დავიმოწმებთ, რა გჭირთ საკუთარ, გაუბოროტებელ თვალებს ენდეთ, ადამიანებო და გაიხარეთ!

 

P.S. ჰო, კიდევ რა უნდა მეთქვა და, ვისაც ვუყვარვარ ჩემზე ამბობს - რამხელაა, გოლიათია, მთლად გულია, ოქროა, რა საყვარელია, ჯიგარია, გადასარევია... ვისაც არ „ვევასები“ ამბობს - რას გავს, გასიებულია, კიდე უფრო გასუქებულა, სპილოა, ტანკია, ბაყბაყ-დევია... აბა, ასეა ეს, თუ გინდა გიყვარდეს, გიყვარდეს რა, მორჩა, ამაშია საქმე, წერტილი და თვალიც ჩაგიკარით!

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner