logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მადლობას ვეუბნებით ექიმებს!
- +

12 მარტი. 2020. 20:44

 

 

 

1988 წლის ნოემბრის ცნობილი "შიმშილობის" დროს, "ედეპემ" რომ მოაწყო, მახსოვს ექიმების თავდადება თბილისის ჯანდაცვის მაშინდელი თავკაცის ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით. მისი პირადი მაგალითი-24 საათიან ვახტაზე ყოფნა.

 

 

ასევე, 1989 წლის აპრილის ტრაგიკულ დღეებში ექიმთა არნახული ორგანიზებულობა და თავდადება, მაშინდელი მინისტრის ირაკლი მენაღარაშვილის და ისევ ავთანდილ ჯორბენაძის მეთაურობით.

 

 

1970 წელს "ხოლერის" შემოტევა და მის წინააღმდეგ დიდი ვახტანგ ბოჭორიშვილის საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღვაწლი...

 

 

ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო. მადლიერებით და სიამაყით.

 

 

გამყრელიძეების, ცერცვაძეების, იმნაძეების, გემეზაშვილების და მათ პროფესიული "და-ძმების" ჰოპოკრატისეული ერთგულების ფესვები სწორედ იმ ტრადიციებიდან მოდის რომელიც ქართული მედიცინის ლეგენდებმა შექმნეს - გომართელებმა, წინამძღვრიშვილებმა, ჯანელიძეებმა, ფიფიებმა, ზურაბიშვილებმა, კახიანებმა, ჟორდანიებმა, წულუკიძეებმა, შოთაძეებმა, სარაჯიშვილებმა, ვირსალაძეებმა, ბოჭორიშვილებმა და..

 

 

სხვა მამულიშვილებმა (მათი სახელები ლეგიონია).

 

 

ექიმი მარტო კვალიფიკაცია არ არის! ექიმი პროფესიული ფიცის ერთგულებაა! ექიმი -რწმენაა!

 

 

რ წ მ ე ნ ა!!!!

 

 

რწმენას კი სულის შებერვა ჭირდება!

 

 

ეს იყო ამოსავალი წერტილი იმ პოზიციისა, როცა 1979-1987 წლამდე საქართველოს ტელევიზიითა და რადიოთი ვერ გაიგონებდით ექიმის აუგს. პირიქით.

 

 

(სხვათაშორის, იგივე ვრცელდებოდა დედისა და მასწავლებლის მიმართ).

 

 

კარგია, რომ ახლა მაინც ვეფერებით და მადლობას ვეუბნებით ექიმებს. ჯობს გვიან...

 

 

ანუ, დავჭკვიანდით...

 

 

გიხაროდენ!

 

 

right_banner
არქივი
right_banner