logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: "ნაგავი" - ჰქვია ამ საქციელის ჩამდენს
- +

22 მარტი. 2020. 20:17

 

 

“მავნებლობა რბილი სიტყვაა ამ სიტუაციის შესაფასებლად! –  ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი და მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი,  მედია სააგენტო „New Post” – ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს სამების ტაძარში მისული პოლიცია, მრევლმა ტაძრიდან გამოაძევა.

 

 

 "ნაგავი" - ჰქვია ამ საქციელის ჩამდენს და არცერთ შემთხვევაში არაა ეს ჟურნალისტიკა! ჟურნალისტიკა პასუხისმგებლობაა და სახელმწიფოებრივად ფიქრი... მსგავსი სააგენტოები დაკვეთის გარდა საკუთარ ბინძურ ამბიციებსაც იკმაყოფილებენ პროვოკაციული ქმედებებით და ესაა ამ ქვეყნის უბედურება... დღეს თითოეული პოლიციელი გმირია და ის ჟურნალისტებიც გმირები არიან, რომლებიც სწორედ სახელმწიფოებრივად ცდილობენ ამა თუ იმ თემის გაშუქებას... მაგრამ დღეს - "ვირებს დარჩათ მოედანი"! ესეც გაივლის...“ - წერს გიორგი მამაცაშვილი

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner