logo_geo
eng_logo
სოსო ვაშაკიძე: კრიზისი კარგი სასტარტო მოცემულობაა, თუ სწორად დავიწყებთ...
- +

26 მარტი. 2020. 18:16

 

 

ერთი თვე შესრულდა, რაც ქვეყანა ომში შევიდა, მსოფლიო შეიცვალა, ზესახელმწიფოებმა, „დიდი შვიდეულის“ წევრებმა „ჯერ თავოო...“ და დავრჩით პირისპირ უხილავ მტერთან... ჩემი შეფასება არ სჭირდება პრემიერს, კრიზისების უბადლო მენეჯერია და ამიტომაც აქცენტი „ჩარეცხილ“ მედპერსონალზე გააკეთა... წერტილი... ყველა რიგითი თუ ოფიცერი, ვინც წინა ხაზზეა, დასაფასებელია... ვერ შევეგუები ვერასდროს ჩაბუდებულ-ჩასაფრებულ დამკვირვებლებს, რომელთა უმრავლესობა გვარიანად დასაქმებულია და დღესაც საბოტაჟს აგრძელებენ (დღევანდელი ზუგდიდის ფაქტი)... დარწმუნებული ვარ, პროკრიზისულ პერიოდზე მიმდინარეობს მუშაობა. თხოვნაა, აქაც „ჩარეცხილებს“ დაუჯერეთ და არა სერტიფიცირებულებს... სწორი პირველი ნაბიჯი სოფლის სუბსიდირებაა, ქალაქის განტვირთვა სათანადო ინვესტირებით და პასუხისმგებლობით, ოღონდ არა „სოფლის პროგრამით“, რომელმაც დიდი დანახარჯების მიუხედავად შედეგი არ მოიტანა... პრიორიტეტი სოფლის პროდუქციის წარმოებაა. წინ დიდი კრიზისი გველის, კრიზისი კი კარგი სასტარტო მოცემულობაა, თუ სწორად დავიწყებთ...

 

P.S. ბანკები? მევახშეობა ხომ უძველესი პროფესიაა...

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner