logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ნაცები გორში დიდ არეულობას გეგმავენ
- +

25 ივლისი. 2016. 12:40


როგორც ძველ ღვინოს ახალ ტიკში ვერ ჩაასხამ, ისე „ნაცმოძრაობის" განახლება არ შეიძლება! და ეს რომ მართლაც ასეა, აგერ, გორშიც გამოჩნდა, როდესაც 10 ივლისს  გორისციხის ფერდობზე ამძვრალმა დავით ბაქრაძემ ტელეკამერების წინ გორის მაჟორიტარობის კანდიდატად თვით ცნობილი ნაცჯალათი და ნაცზონდერი - ბადრი ბასიშვილი დაასახელა


დიახ, ნაცებმა რამდენიც უნდა ამტკიცონ, ჩვენ „ის თამროები აღარ ვართო", სრული იდიოტი უნდა იყო, ეს რომ დაიჯერო!


არადა, სულ ახლახან იყო, „რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში ოდესიდან ჩართული ნაცფიურერი რომ გვიმტკიცებდა გულზე მჯიღის ცემით - ჩვენ შევიცვალეთ და ჭკუა ვისწავლეთო.


ჰოდა, აი, ამ ფიცი-მტკიცის შემდეგ ორიოდე კვირაში დავით ბაქრაძე ჩადის გორში, აათრევს მოძრავ ტრიბუნას გორისციხის ფერდობზე და ტელეკამერების წინ, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ასახელებს ზონდერ ბადრი ბასიშვილს! დიახ, იმ ბადრი ბასიშვილს, რომელიც პირადად მე საქართველოდან გაქცეული მეგონა, სხვა ნაცზონდერების მსგავსად!


არადა, ეს ბასიშვილი გაქცეული კი არა, გამარჯვებით იმუქრება:


„მე კარგად ვიცი, რა სჭირდება გორს და გორის რაიონის მოსახლეობას! ჩემთვის მათი პრობლემები უცხო არ არის და კარგად ვიცი, აქედან გამომდინარე, მე ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ იმ მშენებლობების გაგრძელებას, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ 2012 წლამდე!"

 

ბადრი ბასიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და „ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციის შეფი იყო. თუმცა, ხალხი მას უფრო იმ უმოწყალო დარბევებით იცნობს, ბადრი ბასიშვილის ზონდერბრიგადები რომ უწყობდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს!


დიახ, სწორედ ბადრი ბასიშვილის „ზონდერშემოქმედებას" უკავშირდება სკანდალურად ცნობილი დარბევა კარალეთში, როდესაც მთელმა მსოფლიომ იხილა კახა კალაძისა და „ოცნების" აქტივისტებისათვის ქვების სროლა კარალეთის დევნილთა დასახლებაში!


თუმცა, ბასიშვილის „საქმიანობა" მხოლოდ შიდა ქართლით არ შემოიფარგლებოდა! მაგალითად, ნინო ბურჯანაძის მომხრეები 2011 წლის 26 მაისის დარბევაში ბასიშვილის ზონდერების აქტიურ მონაწილეობაზე დღემდე ლაპარაკობენ!


გადაჭრილი „არმატურებითა" და რკინის ხელკეტებით შეიარაღებული ბასიშვილის ზონდერების მხრიდან სასტიკ რბევაზე ჰყვებოდნენ ასევე, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან 2009 წლის 15 ივნისს მომხდარი ცემა-ტყეპისას დაზარალებული ჟურნალისტები და უფლებადამცველებიც!


ის კი არა, ბადრი ბასიშვილმა თავისი „შემოქმედებით" საერთაშორისო „აღიარებაც" კი მოიპოვა! დიახ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად ნაცების მიერ გადასხმულ დესანტში (რომელსაც თვით გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდა), ერთ-ერთ დამრტყმელ ძალას სწორედ ბადრი ბასიშვილის „ზონდერბრიგადა" წარმოადგენდა!


აი, ამ ბასიშვილს აბრუნებენ პოლიტიკაში „გაკვეთილშობილებული" ნაცები!


და როდესაც ბადრი ბასიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით გაოცებულმა ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს - გია ვოლსკის ჰკითხეს - ჩატარდა თუ არა გამოძიება ბასიშვილის ზონდერჯგუფების მიერ განხორციელებული დარბევების საქმეებზეო? ბატონმა ვოლსკიმ მხრები აიჩეჩა - ეს პროკურატურის საქმეა და მე არაფერი ვიციო!

 

თქვენი არ ვიცი და მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ მახსენდება, პროკურატურას ეს ბადრი ბასიშვილი მოწმის სტატუსით მიანც დაებარებინოს და დაეკითხოს! ალბათ, ბადრი ბასიშვილიც „პოლიტიკური ლიდერია" და მისი დაკითხვაზე დაბარებაც კი კოჰაბიტაციის წმინდა არსს შებღალავდა, ანუ ამას „ევროპაში ვერ გაგვიგებდნენ"!


დიახ, ნაცები გორში აშკარად დიდი არეულობისთვის ემზადებიან! ბადრი ბასიშვილის „ზონდერგამოცდილება" ამის სრულ გარანტიას იძლევა!

 

 

 

გიორგი გიგაური

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×