logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბუმბერაზი კაცი მოგვიკვდა ჩვენ ყველას - შენ, მე, სრულიად საქართველოს!
- +

19 სექტემბერი. 2016. 11:14


ბუმბერაზი კაცი მოგვიკვდა ჩვენ ყველას - შენ, მე, სრულიად საქართველოს!

დღევანდელ ქართულ კულტურას მისი ტოლი, მისი მასშტაბის კაცი არ ჰყავდა.

სამწუხაროდ!

იყვნენ და წავიდნენ!

იყო დრო, როცა მას არ აკლდა დაფასება, პატივისცემა, სიყვარული!

ჰოდა, როცა წასვლის დრო მოუწია, ამხელა კაცი, გულნატკენი წავიდა.

მემორიალი აუფეთქეს!


ის ამაზრზენი საქციელი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს" მესვეურები სჩადიან ქრისტიანული კულტურის ძეგლების განადგურებით, მთელი მსოფლიო ბარბაროსობად რომ თვლის, აგერ, რამდენიმე წლის წინათ ჩაიდინეს ქუთაისში, ევროპა-ამერიკის უნივერსიტეტებში გადაბალახებით მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომებით თავმომწონე იდიოტებმა. თანაც სისხლიანად...


მერე, ეცნენ და დიდი დავითი „გააძევეს" რესპუბლიკის მოედნიდან, რათა აღმაშენებლის საქართველოს სიმბოლო(!) „ვარდების" ველოსიპედით(!) შეეცვალათ.

მოჰკითხე ახლა მათ ჭკუა!

გული კი მაგრად ატკინეს ამ ბუმბერაზს (ჩვენც!) პატარა კაცებმა! „დიდი" თანამდებობების მქონე კაცუნებმა, გრძელმა (და არა მაღალმა) ლილიპუტებმა.


კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მავანმა, ვისაც პრეტენზია აქვს (და არც მთლად უსაფუძვლოდ) პატრიოტობაზე, ვერ „მოახერხა" თუ ვერ „მოასწრო" ის, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია... თუნდაც ამ სფეროში!


სამწუხაროა!


მაგრამ, ყველაფერი დამთავრებული მაინც არ არის. ჯერ! რამეთუ, კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!..





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×