logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ძაღლთაპირი ნაცები მართლმადიდებლობას, წმინდანებსა და ქართულ ეკლესიას დასცინიან!
- +

13 ოქტომბერი. 2016. 14:14


 

 

 

ნაცრეჟიმის „ბლაღოჩინები" წმინდა დღესასწაულებზე - ბზობასა და მარიამობაზე ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ხათუნა გოგორიშვილისა და ჩიორა თაქთაქიშვილის დაბადების დღეს განიხილავდნენ!


ჟურნალისტური თვალსაზრისით წამგებიანად მოვიქცევი და პირდაპირ გეტყვით, რომ იმაში, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, სიახლე არაფერია, რადგან თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უღმერთოთა და ღვთის პირიდან გადავარდნილთა სექტაა.


დიახ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც აღვირახსნილმა ნაციონალურმა პროპაგანდამ ტვინი ვერ გამოულაყა, გაცნობიერებული აქვს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების სახით საქართველოს 9 წლის განმავლობაში მართავდა ნეობოლშევიკური „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი", რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი რელიგიასთან და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა იყო.


უბრალოდ, ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოში ძალაუფლება აღარასოდეს უნდა აღმოჩნდეს ისეთი ავადმყოფური აზროვნების მქონე სუბიექტების ხელში, როგორებიც რამდენიმე დღის წინათ ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ.


ჩანაწერში ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილი, იმხანად საღ-სალამათი კახა ბენდუქიძე, ნიკა გილაური და კიდევ ორი პირი - ქალი და მამაკაცი - რომელთა ვინაობაც იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა, საუბრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილის იმჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის წევრები უნდა იყვნენ.


მაშ ასე, სტილის სრული დაცვით გთავაზობთ ფარული აუდიოჩანაწერის ტექსტურ ვარიანტს:


მიხეილ სააკაშვილი: - აი, სხვათაშორის პოლიციაში, ნიშანდობლივია, პოლიციაში ბევრია. არამოდურია პოლიციელებში ვაბშე ეს რა...


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - რა?


მიხეილ სააკაშვილი: - მაგათი გავლენაა ნული.


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - ეკლესიის?


მიხეილ სააკაშვილი: - კი.


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - ნუ, ვანომ იმუშავა კარგად, ეტყობა.


მიხეილ სააკაშვილი: - ახალი ინსტიტუტი, სხვა პონტია... იდეოლოგიაა სახელმწიფოებრიობის პონტში.


კახა ბენდუქიძე: - თამუნამ მოყვა გუშინ კოვზირიძემ, რო ჩემი სტუდენტები მოვიდნენო და ხვალ ხო არ უნდა მოვიდეთო, ხვალ ხო ის არიო, რა ჰქვია.


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - ბზობა...


კახა ბენდუქიძე: - ბზობა თუ რაღაც.

 

გაურკვეველი პირი (ქალი): - არა წირვ... რაღაცა ზიარება.


მიხეილ სააკაშვილი: - წმინდა მიქაელის მარჯვენა ფეხის რაღაცა...


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - ბრწყინვალე დღესასწაული.


კახა ბენდუქიძე: - და ლექციებს ხომ არ ჩაგვიტარებენო.


გაურკვეველი პირი (ქალი): - და თამუნამ ხო იცი, არა, მე ვატარებო.


მიხეილ სააკაშვილი: - ჩვენ, სხვათაშორის, ერთ-ერთი კონცეფცია რაც უნდა იყოს, როცა ბევრი რაღაც ამუშავდება შედარებით, უნდა ვთქვათ, რომ ვაუქმებთ უქმე დღეებს და დანარჩენი ისა რა...


ნიკა გილაური: - ეგ არ იქნება, უყურე რა მაგარია, უქმე დღეები მეც მინდა.


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - არა, სხვა უქმე... სხვა უქმე დღეები იყოს.


კახა ბენდუქიძე: - კაი, 8 მარტი რა უბედურებაა.


მიხეილ სააკაშვილი:  არა, კაცო, არა, რელიგიურ დღესასწაულებზე ვთქვი.


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - არა, რელიგიურ დღესასწაულებს ჩვენ თვითონ ვუწყობთ, კაცო, პრემიებს ვარიგებთ რელიგიურ დღესასწაულებზე.


გაურკვეველი პირი (ქალი): - რომელზე?


მიხეილ სააკაშვილი: - რატო?


გაურკვეველი პირი (ქალი): - წმინდა გიორგის გარდა როდის ვარიგებთ?


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - უმრავლესობა სამინისტროების არიგებს აღდგომაზე... აღდგომა, ის, მარიამობა, რაღაც...


გაურკვეველი პირი (ქალი):  - მე არ ვაძლევ არც მარიამობაზე და არც...

 

მიხეილ სააკაშვილი: - წმინდა გიორგი ერთადერთი წესიერი კაცია მანდ...


ნიკა გილაური: - სასტავში.


მიხეილ სააკაშვილი: - ჰო.


გაურკვეველი პირი (ქალი): - და წმინდა გიორგიზეც ვაძლევთ რევოლუციის გამო.


გაურკვეველი პირი (მამაკაცი): - ის რევოლუციის გამო, ხო.


მიხეილ სააკაშვილი: - კიდე რაღაცნაირი პონტია წმინდა გიორგი, ცხენზეა და შუბია და რაღაც ისა.


გაურკვეველი პირი (ქალი): - ვაბშე რა მარიამობა და რა ისა...


ნიკა გილაური: - მაგრამ ჩინელებთან გვაქვს სერიოზული პრობლემა მაგ კაცის (წმინდა გიორგის გულისხმობს. რედ.) გულისთვის.

 

მიხეილ სააკაშვილი: - რაო?


ნიკა გილაური: - იმიტომ რო დრაკონს კლავს და ჩინელებისთვის დრაკონი არის ყველაზე წმინდა და სწორი ცხოველი და მაგაზე დამისვეს კითხვა ერთხელ, რომ ჩამოვიკიდე ისა. Why this man is killing this beautnful enimal? („რატომ კლავს ეს კაცი ამ ლამაზ ცხოველს?").



***

ხომ წაიკითხეთ, ძვირფასო მკითხველო?


აუდიოჩანაწერში ისიც ისმის, რომ მთელი ეს საუბარი ქირქილის, ღლიცინის, ღლაბუცისა და ხარხარის ფონზე მიმდინარეობდა და ნაცრეჟიმის „ბლაღოჩინები" წმინდა დღესასწაულებზე - ბზობასა და მარიამობაზე ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ხათუნა გოგორიშვილისა და ჩიორა თაქთაქიშვილის დაბადების დღეს განიხილავდნენ, ხოლო საქრისტიანო სამყაროს უდიდეს წმინდანებს - წმინდა გიორგისა და მთავარანგელოზ მიქაელს ისე ახსენებდნენ, ვითომ ერთმანეთს ჭიჭიკიასა და ბიჭიკიაზე ანეკდოტებს უყვებოდნენ!


ფარულ აუდიოჩანაწერში სააკაშვილი კმაყოფილებით აღნიშნავს, პოლიციაში ეკლესიის გავლენა ნულია და პოლიციელებში რელიგია არამოდურიაო. საუბედუროდ, იგი სიმართლეს ლაპარაკობს, რადგან ნაცრეჟიმის პოლიტიკური პოლიციისათვის ღმერთიც, რელიგიაც, ეკლესიაც, წმინდა გიორგიც და მთავარანგელოზი მიქაელიც მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი იყვნენ.


ნაცრეჟიმის პოლიციამ სწორედ ამიტომ შელეწა სატვირთო მანქანით გლდანის ეკლესიის კარი და მრევლი დაარბია!


ნაცრეჟიმმა სწორედ ამიტომ დაანგრია მშენებარე სამონასტრო კომპლექსი აჭარაში, ფერიას მთაზე!


დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და ნაცრეჟიმის სხვა ნაგაზები სწორედ ამიტომ ბედავდნენ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომებისთვის „სკაიპის" საშუალებით ედევნებინათ თვალყური და მაღალი სასულიერო იერარქები დაეშანტაჟებინათ!


სწორედ ამიტომ იყო, რომ სააკაშვილი თავს უფლებას აძლევდა, მახათას მთაზე ეკლესიის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს ალკოჰოლითა თუ ნარკოტიკით გამოპენტერებული დასწრებოდა და პატრიარქისათვის განკუთვნილი სავარძელი დაეკავებინა.


მოკლედ, უღმერთობა და ურჯულოება ნაცრეჟიმს ყველგან და ყველაფერში ეტყობოდა.


ნაცრეჟიმის პოლიციაზე ეკლესიასა და რელიგიას გავლენა რომ არ ჰქონდა, ეს თურმე, მერაბიშვილის დამსახურება ყოფილა!


„ვანომ კარგად იმუშავა" - მკაფიოდ ისმის აუდიოჩანაწერში!


ვანო მერაბიშვილი აღმსარებლობით კათოლიკეა და, როგორც ჩანს, თავის უმთავრეს მისიად ჩათვალა, ქართულ პოლიციაში მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა ნულამდე დაეყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ უბედური მერაბიშვილი კათოლიციზმისგანაც ძალიან შორს დგას და მისთვის ნებისმიერი რელიგია, უბრალოდ, ჩინური ენის გრამატიკაა!


რაც შეეხება სააკაშვილის მთავრობის ყოფილ ენერგეტიკის მინისტრსა და ყოფილ პრემიერ ნიკა გილაურს, მის შესახებ არაფერს დავწერ, რადგან გილაური არავინ არის და ყოველთვის ცარიელი ადგილი იყო!


არც კახა ბენდუქიძის შესახებ ვიტყვი რამეს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ მიცვალებულს - „ნაციონალურ მოძრაობას" - მასზე მანამდე უნდა ვილაპარაკოთ, სანამ ამ უღმერთოთა და ქრისტეს ფეხის მკვნეტელთა სექტას მაოხრებელი მკვდრის ფუნქცია ჯერ კიდევ შერჩენია!

 

 

 

ჯაბა ხუბუა




 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner