logo_geo
eng_logo
კობა ბუჩუკური: პატიოსნება და უპატიოსნობა ეჭიდება ერთმანეთს მცხეთის წმინდა მიწაზე
- +

22 ოქტომბერი. 2016. 19:07



პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1998-2002 წწ) კობა ბუჩუკური მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დიმიტრი ხუნდაძისა და ცეზარ ჩოჩელის შესახებ წერს:

 

„საქართველოსათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. უნდა შევძლოთ ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება, თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის მუხტის განსაკუთრებულად გაღვივება. ეს ქვეყანა ექსპერიმენტების სატარებლად აღარ უნდა ვაქციოთ. სახელმწიფო სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა სამართავი უნდა გავხადოთ. როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, აზროვნება მცხეთისაკენ გამირბის, სადაც საარჩევნო მარათონის ფინალი მალე შედგება. შედგება ორ პიროვნებას შორის:  ცეზარ ჩოჩელი - ყოფილი საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის გამგებელი. დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

ორივე ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანია. 1997-2003 წლებში მომიწია მცხეთაში ამ უწმინდეს მიწაზე პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად მოღვაწეობა. ორივეს საქმიანობამ ჩემს თვალწინ გაიარა. დღესაც ვუყურებ მათ მიერ გადადგმულ საარჩევნო ნაბიჯებს. ვხედავ მათ მოქმედებებს ადამიანებთან ურთიერთობაში. ვრწმუნდები, რომ ღირსება არ უნდა დაკარგო და შენი თავი ადამიანთა მსახურად უნდა გააჩინო, სურვილი კი არ უნდა გკლავდეს ადამიანები შენ მოიმსახურო.

 

მახსოვს დიმიტრი ხუნდაძის საქმიანობა, სწრაფვა, რომ სერიოზულ პროფსეიონალ ექიმად ჩამოყალიბებულიყო. მახსოვს მის მიერ საქართველოს პარლამენტში თავდაუზოგავი ბრძოლა ჯანდაცვის სისტემის არსებითი ცვლილებების გატარებისათვის. ერთიანი საყოველთაო დაზღვევის თითოეულ ადამიანამდე მიტანის გამარტივების წესის დამკვიდრებისათვის. მცხეთა ქალაქისათვის ტერიტორიების, მიწების, კანონიერად შემომტკიცებისთვის. ბრძოლა მიტაცებულის დასაბრუნებლად.

 

მახსოვს ცეზარ ჩოჩელის საქმიანობის საწყისი ეტაპიც ახალგორში, აჭარაში შექმნილი ნეობოლშევიკური „აღორძინების" პარტიისა და მისი საქმიანობა იაგო ჩოჩელთან ერთად. მაშინაც ერთიანი სახელმწიფოებრივი საქმიანობის საწინაამღდეგო ქმედებებს ვხედავდით და ამიტომაც აქცია ხალხმაც ზურგი „აღორძინების" პარტიასა და ჩოჩელების საქმიანობას.

 

თუმცა, მათ იხტიბარის გაუტეხავად ზოგჯერ არატრადიციული გზითაც თავიანთი სურვილის მიღწევას ცდილობდნენ, რისთვისაც შესანიშნავი საფუძველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა, სადაც მათი სურვილები ბაცილებივით გამრავლდა. მათთვის სასურველად ბევრი ადამიანისთვის კი ვნებისა და ვაების მომტანად.

 

სახელმწიფო სამსახურში დეკლარაციის შევსების მომენტიდან, სადაც მისი ქონება თბილისში ასი ათას ლარად შეფასებული ბინით და ახალგორში 30 000 ლარად შეფასებული სახლით განისაზღვრებოდა, ხოლო 2004 წლიდან 2012 წლამდე მისი საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობით შემოიფარგლებოდა, მისი ქონებრივი მდგომარეობა კი ოც მილიონამდე გაიზარდა.

 

ისმის ლოგიკური კითხვა, როგორ მოახერხა სახელმწიფო ჩინოვნიკმა ამ წლების განმავლობაში ამ ქონების დაგროვება. მეც ვიცი რა არის ჩინოვნიკური საქმიანობა და შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ თუ შემოსავლის სხვა წყარო არ გაგაჩნია, საკუთარი ხელფასით ამ ქონების შეძენა და დაგროვება წარმოუდგენელია.

 

როცა ამ ორ ადამიანს ვადარებ, აშკარად ვგრძნობ, რომ პატიოსნება და უპატიოსნობა ეჭიდება ერთმანეთს მცხეთის წმინდა მიწაზე. პატრიოტული ქვეყანაზე მოფიქრალის გონება და საკუთარი თავისათვის ქონების შემძენი ადამიანი ებრძვის ერთმანეთს. ვის დარჩება გამარჯვება ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ეს ხალხის შეძახილმა უნდა განსაზღვროს ვის მისცემს მანდატს ქვეყნის უპირველეს საკანონმდებლო ორგანოში. ხალხის ღირსების დამცველს თუ ხალხისათვის თვალებში ნაცრის შემყრელს?

 

მახსოვს ახალგორიდან ადამიანთა დაძრული ტალღა ქსნის ხეობას რომ მოუყვებოდა თავდაღმა, ისიც კარგად მახსოვს დღევანდელი წეროვნის დასახლების ადგილი ვისი საკუთრება იყო და კაპიკებში შეძენილი მიწა როგორ მიჰყიდეს ასეულ ათასობით დოლარად ისევ სახელმწიფოს ამ დასახლების განაშენიანებისათვის. სერიოზული ფული მოიგეს სახელმწიფოს დიდმა ჩინოვნიკებმა და იმ ადამიანებმა ვინც ლტოლვილების უბედურებაზე ხელის მოთბობა გადაწყვიტეს. ვინ იყო ამ საქმიანობის მფარველი ვანო მერაბიშვილი (საქართველოს შინაგან-საქმეთა მინისტრი), ვინ იყო ამ მშენებლობის მოთავე და თავი? რა თქმა უნდა, ჩოჩელი თავისი საწარმოებით სადაც მხოლოდ მისი ახლობელ-ნათესავ-მეგობრები იყვნენ დასაქმებული. ფულის ათვისება კი უნარჩენოდ მიმდინარეობდა.

 

ბეტონს და ბლოკს ჩოჩელის საწარმოები აწვდიდნენ, ხე-ტყეს ჩოჩელის საწარმოებში ამუშავებდნენ, „ინტერპლასტის" გამოშვებული პროდუქცია სახლის მთლიან შევსებას ახდენდა. რა რჩებოდა? მხოლოდ ჰაერი რომელსაც ჩოჩელები ვერ ყიდიდნენ. თუ კი ესეთი ხალხზე მოფიქრალი ადამიანები ბევრნი გაჩნდებიან ამ ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყანა კატასტროფული სიჩქარით დაინგრევა. თუ კი ადამიანები ხუნდაძის ექიმობით ნაშოვნი ფული სათავისოდ ეცოტავებათ და ჩოჩელის გაუგებრად ნაშოვნს დახარბდებიან, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ უახლოეს ოთხ წელში სანანებლად გაუხდებათ. აბა გადავხედოთ ჩოჩელის საარჩევნო შტაბს, ვინ მოიყარა თავი აქ, მხოლოდ იმ ადამიანებმა ვის მიმართაც დღემდე მრავალი კითხვა არსებობს და კითხვის დამსმელებიც მალე უნდა გამოჩნდნენ. ტელევიზიიდან თუ პრესიდან მესმის ლანძღვა იმ ადამიანების ვინც ხუნდაძის გარშემოა.

 

მინდა ვუთხრა ბატონ ჩოჩელს, ეს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ" კლასიკურად ლანძღვისა და გინების გარეშე ჩაატარა. ადამიანებმა სიმშვიდე იგრძნეს. ის დრო აღარ არის „ნაციონალების" რიგებში ერთ-ერთი სერიოზული დამსჯელი რომ იყავი და საარჩევნოდ მთელი მცხეთა-მთიანეთი წიოკდებოდა. ახლაც ამ რეგიონის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეგიდითა და „სახელმწიფო ხალხისათვის" დეპუტატობის კანდიდატთა დაფინანსებასაც ჭორ-მართლის მთქმელები თქვენ მოგაწერენ, სიმართლე კი ერთია, თქვენ უნდა უთხრათ სრულიად საქართველოს, რომ დღეს მაინც გაემიჯნოთ იმ ავადსახსენებლ „ნაციონალურ მოძრაობას", დღეს მაინც უარი უნდა თქვათ ვანო მერაბიშვილთან ერთად ნაშოვნ მილიონებზე, უარს უნდა ამბობდეთ მუქარაზე, რომ ყველას დაიჭერთ თუ კი თქვენ დეპუტატი გახდებით. აი ეს იქნება თქვენი სიმართლე, თუკი ამ ჩემს შეგონებას გაიგონებთ, უფლისკენაც მიმავალი გზა დაგიმოკლდებათ. ხალხი კი აუცილებლად იმას გადაწყვეტს სადაც სიმართლეა, სადაც სიწმინდეა. აი იმ სიწმინდისკენ სვლა დეპუტატობის კანდიდატთა ვალია.

 

 

მე კარგად ვიცნობ მცხეთის რაიონის მოსახლეობას. მცხეთელებსა და მუხრანელებს, საგურამოელებსა და თეძამის ხეობელებს. ნატხატარ-მისაქციელში მაცხოვრებელთ, წეროვნელებსა და გოროვნელებს, ჩემი ქსნის ხეობის მოსახლეობას. დღეს დატანჯულებსა და დევნილებს, მაგრამ იმის რწმენით მაცხოვრებლებს, რომ ღირსეულად დაუბრუნდებიან თავის ქსნის ხეობას, მოსაბრუნიდან ქარჩოხამდე, ლომისის სალოცავამდე. ქსნის ხეობა ხომ მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალების" უგუნურმა პოლიტიკამ დაუკარგა დღევანდელ საქართველოს. წაგებულ ომს სადაც ჩოჩელი მონაწილეობდა ვეღარ მოიგებს. ეს ომი და საქართველოს მომავალი ახალმა, ახლებურად მოაზროვნე ხუნდაძის ნაირებმა უნდა მოიგონ", - წერს კობა ბუჩუკური. 


 

 

right_banner
არქივი
right_banner