logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: დიდი დაკა-დაკა და ყიჟინა „ნაციონალებში“
- +

26 ოქტომბერი. 2016. 12:46


 


უკაცრავად, თქვენ გაგიჟებული „ნაციონალები" გინახავთ? ახლა მეტყვით, 9 წლის განმავლობაში მაგის მეტი რა გვინახავსო? არა, ისეთები თუ გინახავთ, მკურნალობას რომ სრულიად აღარ ექვემდებარებიან? ეგეთებიც გინახავთ? ვაააა... კარგად მომისმინეთ: აბა, გაგიჟპოეტებული „ნაცები" გინახავთ, მიწას ყურს რომ ადებენ და რევოლუცია მოდისო, იძახიან? ვერ ნახავდით, რადგან ასეთი მიმდინარეობა „ნაცმოძრაობაში" მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც მათმა მამამ და მარჩენალმა სააკაშვილმა ყველა დააღონა, ანუ უკრაინიდან 8 ოქტომბერს არ ჩამოვიდა და მერე განაცხადა - საერთოდაც, პირველ ტურში დამარცხებას არ ველოდი და იმიტომ არ ჩამოვედიო. აი, ეგრე დატოვა მიშამ საკუთარი „სასტავი" განსაცდელში და ამათაც დაეწყოთ ჰალუცინაციები. „ნაცმოს" ერთი ნაწილი იმანაც გადაიყვანა ჭკუიდან, თამარა ჩერგოლეიშვილმა რომ თქვა, ჩემი გიგა და დანარჩენები პარლამენტში უნდა შევიდნენ, მიშამ მოგვატყუა, არ ჩამოვიდაო. ჰოდა, მაგათი ცნობილი ადვოკატი, ირაკლი ზაქარეიშვილი აეგრე „შაქანდა":



„გუგუნი მესმის! ერთი მიწას ყური დავადო!.. ვულკანის ამოფრქვევის წინ იცის ასე, ჯერ გუგუნებს, მერე შეტორტმანდება! ამოვქოქოთ და შემოვაბრუნოთ სიტუაცია, ძმებო! ვაყრევინოთ პერო და ნაპერწკლები"!


ეს შესავალია... სადაც ვულკანისწინა გუგუნი ისმის, მერე შეტორტმანდება და ამოხეთქავს ლექსადა:


„ფანჩატურში მონებივრეს,

ხელთ გიპყრია ბატის „პერო",

ჩაროზსა და ლეღვის ჩამიჩს

რომ მიირთმევ, მშვენიერო,

პირ-სახეზე მზე დაგნათის,

გაცისკროვნებს ათინათი,

„გაზპრომიდან" მოგივიდა -

დალუქული ამანათი"!


ეს ლექსი „ჩერგოს" ეკუთვნის, მას მიუძღვნა ზაქარეიშვილმა... „გაზპრომმა" მოგისყიდათ და ამიტომაც შედიხართ პარლამენტში, თორემ ბოიკოტს გამოაცხადებდითო. „გაზპრომი" ივანიშვილია, პატრიოტები კი ჩვენ ვართ ყველაო. ზაქარეიშვილი არ ცხრება:


„მივმართავ „თავისუფალ ზონას": დებო და ძმებო, ავანგარდის მებრძოლებო, მამულიშვილნო! ისევ თქვენ, ისევ ჩვენ, ისევ ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ სიტუაციის გამოსასწორებლად! არ მივცეთ საშუალება კოლაბორაციონისტებს, რათა საკუთარი კონფორმიზმით ხელი შეუწყონ ქვეყნის დაქცევას! არ მივცეთ საშუალება კოლაბორაციონისტებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სახელი „ქართული ოცნების" საბურთაო გახდეს, „ცუციკებთან" გაიგივდეს და დაკარგოს ხალხის მხარდაჭერა! არ მივცეთ საშუალება კოლაბორაციონისტებს, დააკნინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და პარტიის ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის როლი ქართული სახელმწიფოს მიმართ! წინ აღვუდგეთ ФСБ-ს გეგმას! დავიცვათ ჩვენი სამშობლო გარდაუვალი დამონებისა და სირცხვილისგან! ამისთვის, უპირველესად საჭიროა, მტკიცედ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია კოლაბორაციონისტულ შეთქმულებასთან დაკავშირებით და ხელიდან გამოვტაცოთ მათ უკანონოდ „პრივატიზებული" პარტიული მართვის სადავეები! მოწვეული იქნეს პარტიის ყრილობა და მერყევები, მედროვეები, პოლიტიკურად უსამართლოდ აღზევებული ამპარტავნები ჩამოცილებული იქნენ პარტიული მართვის პროცესებიდან! იმოქმედეთ დამოუკიდებლად! არ შეასრულოთ პარლამენტში შესვლის მომხრე პოლიტსაბჭოს წევრთა დავალებები და მითითებები! და კიდევ... ირმა ინაშვილი რომ დაბეგვავს მაგათ - არ გამოესარჩლოთ"!



გაიგონეთ? ირმა ინაშვილი რომ დაბეგვავს მაგათ და ჭიტლაყს ამოარტყამს, არ გამოესარჩლოთო... ეგრეც იქნება! ზაქარეიშვილი 1937-იანი წლების ტერმინოლოგიით მოუწოდებს კობა ხაბაზის კანტორას, სასტიკად დასაჯოს კოლაბორაციონისტები, მერყევები, შეთქმულები, მოღალატეები, რათა არ დაკნინდეს მესამე პრეზიდენტის როლი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. ვაშა, ამხანაგებო, მიწას დავადოთ ყური, ეს ვულკანისწინა გუგუნია - მოდის, მოდიიიიის!!!


ირაკლი ზაქარეიშვილი მარტო არ გახლავთ, მას მხარს უბამენ „ნაცმოძრაობის" აქტივისტები და შრომითი კოლექტივები.



ლედი ახალაია: „იმედები არ გაგვიცრუებია არასდროს, ამჟამადაც ასე იქნება!


ჩვენ ბრძოლის გზა არჩეული გვაქვს 4 წელია და არც აწი შევუშინდებით, თქვენნაირი ადამიანები გვერდში რომ გვიდგანან და ჩვენთან ერთად არიან, ეს გვაიმედებს და გვაძლიერებს! ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ"!!!


ლაშა ახალაია: ჩვენ, „თავისუფალი ზონა", დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ და ვიდგებით ყოველთვის! ჩვენ შეგვწევს ძალა, წინ აღვუდგეთ და დავამარცხოთ გარე და შიდა მტრები და მოღალატეები... ჩვენზე მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის პროტოკოლი მოქმედებს! მჯერა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, რაც ქვეყნის განთავისუფლებასა და გამარჯვებას ნიშნავს! ბრძოლა ბოლომდე! არც ერთი ნაბიჯით უკან!!!"



ახლა, ჩერგოლეიშვილი მაინც რეალისტი „ნაციონალია" და ასეთი „გაფრენილები" დაბლოკა „ფეისბუქში". ზაქარეიშვილმა და მისმა „სასტავმა" ძალიან განიცადეს მაი ამბავი... ჩვენში დარჩეს, ახლა ვაჟა-ფშაველას მოტივებზე დაეწყოთ შეტევა, ანუ კრიზისი:


„დაბლოკე, დაო, დაბლოკე,

აქა ვარ ჩემის თავითა,

გულითა გაუტეხელი,

მოუღალავი მკლავითა.

რაც უნდა ჭირი მომკერძო,

ბილწთ არ შევეკვრი ზავითა,

მცნებას ვერ შემაცვლევინებ -

მოზღვავებულის ავითა!..

ისევ მტერი ვარ იმისა,

ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -

იგივე მიყვარს, იგივე,

ვისაც ამ სოფლად ვრჩებოდი,

სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -

კეთილსა ვყვანდე ზიარად,

ვერ მივცემ მტერსა მამულსა

საჯიჯგნად, დასაზიანად!..

ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -

ჯერ ისევა ვარ ფხიანად!"



ირაკლის მხარს უბამს ვინმე „ნაციონალი" ბექა:


„დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა

თავისუფლების დღეობა,

სისხლს გულით ნადენს

ცრემლს თვალით,

შესცვლის ლხინი და ღრეობა"


ამათ ბანს აძლევს „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩხვირკვია:


„მოვალ, გაშლილი დროშების ფერით,

აგიზგიზებულ ჩირაღდნით მოვალ,

ცოტაც მაცალეთ, ცოტაც მადროვეთ,

მოვალ და ერთად მოვრჩებით გლოვას!!!

მესმის ხმაური, ბრძოლის ყიჟინა

არაგველების შვილთა შვილების,

მესმის მუსიკა ბუკის ნაღარის,

ნაბიჯთა წყობის ჩვენი გმირების...

მოვა დავითიც, ილიაც მოვა,

ირაკლიც, ვაჟაც, ვახოც, მერაბიც,

ვერ შეველევით, ვერ გავიმეტებთ

საჯიჯგნად მივცემთ მამულს ვერავის!!!"

 

ტატატატააააა! დაიწვა ჯიგარი, ხალხოოო, ადუღდა სისხლი! უკვე ყურებში ჩამკივის ამათი ბრძოლის ყიჟინა და მესმის მუსიკა ბუკის, ნაღარის! რევოლუციური განწყობა არის, მჭრელი სიტყვაც მზადაა, სისხლი ჩქეფს, მხოლოდ სარდალი აკლიათ, სარდალს ელოდებიან, მხოლოდ მის დირექტივებს ემორჩილებიან. ერთი ეგაა, სარდალი არ ჩანს, არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, თუმცა ზაქარეიშვილები და ჩხვირკვიები ტემპს არ აგდებენ:


„მტერო, დამჩაგრე? არ ვსტირი!

ტირილი დიაცთ წესია,

ბევრჯერ ვყოფილვარ შავ დღეში,

მაგრამ არ დამიკვნესია,

დამაცა ერთი,  გავლესო,

ხმალ-ჩახმახ ცეცხლის კვესია,

სულ წმინდად მოგამკევინო -

რაც ჩემთვის დაგითესია!"

 

ბოლოს კი ზაქარეიშვილი მაინც კვნესის და „ჩერგოს" ემუდარება.


„დამაბრუნეთ „ფრენდებში",

ჭვალი ჩამიდგა ფერდებში!"

 

 

გელა ზედელაშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner