logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღეს თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწის ვალერი ასათიანის დაბადების დღეა!
- +

15 ნოემბერი. 2016. 16:51

 

 

დღეს ძალიან პატივსაცემი და მოსაფერებელი მოქალაქის, შესანიშნავი მეცნიერის და თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწის ვალერი ასათიანის დაბადების დღეა.


უსამართლოდ ატკინეს გული უბინძურესმა ადამიანებმა, მას და მის ოჯახს მიაყენეს მოუშუშებელი ტკივილი და დღემდე არ მოუხდია არავის ბოდიში, ისევე, როგორც არ უზეიმია სამართალს.


და მიუხედავად ამისა, ვალერი და მისი საოცარი მეუღლე არ გატყდნენ, არ გაბოროტდნენ, თესენ სიკეთეს და საოცარი რუდუნებით და შედეგიანობით ემსახურებიან ქვეყანას, მეცნიერებას, საზოგადოებას.


საქართველოს კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი, ანტიკური ლიტერატურისა და კულტურის გამორჩეული მკვლევარი, ღირსეული საზოგადო მოღვაწე, უღალატო მეგობარი და უმშვენიერესი ოჯახის პატრონი... საბოლოო ჯამში: მეტისმეტად საამაყო კაცი!


გაუმარჯოს ვალერი ასათიანს!










 

right_banner
არქივი
right_banner