logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ლარი!?. დოლარი!?. საკითხავი აი ეს არის (მეორე წერილი)
- +

2 დეკემბერი. 2016. 19:51


 



ავტორიტეტულმა ექსპერტმა მიხეილ დონდუამ ღიად, მოურიდებლად, დასაბუთებით განაცხადა: "ის რაც მსხვილმა ეკონომიკურმა მოთამაშეებმა გუშინ გააკეთეს, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა და ამით სამართალდამცავები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ".


ღმერთია მაღალი მოწმე, საერთოდ არ ვიცნობ ამ კაცს, არ მომისმენია, არ მისაუბრია და არ მინახავს მისი ეს მოსაზრებები...


ვფიქრობ: მართებული და საფუძვლიანი ანალიზია.
დასკვნებიც ანგარიშგასაწევი.


სხვას კი არაფერს ვწერდი გუშინდელ ჩემს წერილში...

(http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=32316)


ხმამაღლა ვეჭვობდი: ვიღაცას ქვეყნის "აყირავება" უნდა...


ასევე ხმამაღლა ვაჟღერებდი ხალხში გავრცელებულ მოარულ ხმას და შეფასებას: "საუკუნის აფიორა"...

 

ასევე, მივანიშნებდი: რამდენიმე მაღალჩინოსნისა და რამდენიმე ბანკის მესვეურთა საეჭვო კავშირს...

 

უკმაყოფილების, ეჭვის, მოარული ხმების ადრესატი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი-ქვეყნის მთავრობა გახლავთ. ეს ბუნებრივია და სხვისკენ ხელის გაშვერა, უბრალოდ, შეგნებული მიამიტობა, ანუ, სიბრიყვე იქნებოდა.


არ მინდა დავიჯერო, რომ ურთიერთ კავშირშია 
პრემიერის საზღვარგარეთული ვიზიტისთვის შერჩეული დრო და "ამ დღეებს" დამთხვევული ლარის მოულოდნელი "სალტო-მარტალე"...


ეს გასარკვევია!


ყველა გზით, ყველა ხერხით, ყველა დონეზე!


და თუ აღმოჩნდება რაიმე, სულ მცირე, სულ პაწაწინა კავშირი ამ ორ მოვლენას შორის, მაშინ...
უნდა დადგეს ამ მთავრობის პოლიტიკური სცენიდან დაუყონებლივ "გაძევების" საკითხი.
ვიმედოვნებ, ძალიან ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ეს ასე არ იქნება.
მაშინ, მედალს მეორე მხარე აქვს და...
თავისი სიტყვა უნდა თქვას პროკურატურამ!


ვიცი, მავანს აკვიტებად მოეჩვენება ("კართაგენი უნდა დაინგრეს!), მაგრამ მაინც უნდა ვიწინასწარმეტყველო (და თუ შევცდები, გამიხარდება): იმდენი ქართულ საზოგადოებას არ აუდგა გვერდები, ვიდრე ამ მოვლენას ჩვენი პროკურატურა დროულად და ეფექტიანად გამოიძიებდეს.

არადა, ერთადერთი რაც პროკურატურის ზოგიერთმა ხელმძღვანელმა კარგად (!) და პროფესიულად (!) იცის, ფინანსური მაქინაციებია, რომელთა ჩაფიქრების, წარმოშობის, განვითარების და შედეგიანობის ტექნოლოგია (ანატომია) საფინანსო პოლიციაში ღრმად აქვთ შესწავლილი.


ეს ერთი პოზიტივი ნამდვილად არსებობს. დანარჩენზე ვკვდები სიცილით. განსაუთრებიით, მათი საქმიანობის გამჭვირვალობაზე. მაგათ გამჭვირვალობა ის გონიათ, რამდენიმე "დაახლოვებულ" ჟურნალისტს "საიდუმლოდ" რომ გაანდობენ სტრუქტურისთვის "საჭირო" ინფორმაციას და ისინიც საზოგადოებას "მიასაღებენ" როგორც საკუთარ "ექსკლუზივს".


დანარჩენი-შეაყარე კედელს ცერცვი
რისი საჯარობა, რისი მედიის კრიტიკისადმი ყურადღებიანი მოპყრობა, რეაგირება, მუდმივი, საქმიანი კონტაქტი...


ჭეშმარიტებაა: საზოგადოებას ყავს ისეთი ხელისუფლება (პირველი & მეოთხე..), რასაც იმსახურებს.


პროკურატურაც!!!!!


შენ დაუკა!!!!





 

right_banner
არქივი
right_banner