logo_geo
eng_logo
ისრაელ ახმედოვს, სავარაუდოდ, თაღლითობის მუხლით დასჯიან!
- +

8 დეკემბერი. 2016. 02:58



„რეპორტიორისა"  და რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია  ვინმე ე.წ. „ინვესტორის" ისრაელ ახმედოვის საეჭვო საქმიანობის შესახებ საქართველოში. ახმედოვი თითქმის წელიწადზე მეტია საქართველოშია, თუმცა დღემდე ვერავის გაურკვევია მისი საქმიანობის მთავარი მიზეზი... არადა, რამდენიმე პროექტის „პრეზენტაციაც" გააკეთა, თითქოს ინვესტიციებს აბანდებდა.  ფული საქართველოს მოქალაქეებსაც ჩაადებინა არაერთ პროექტში და სხვათაშორის, ყველა ხარჯიც ქართველებს „დააწერა"...

 

დღეს კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი. სასტუმრო „ნიცა"-ში, რომელიც ისნის რაიონში მდებარეობს და რომელშიც ნახევარ წელზე მეტხანს ცხოვრობდა „ბიზნესმენი" ახმედოვი თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, მიუხედავად  კონტრაქტის არსებობისა,  ჟარგონით თუ ვიტყვით - „გადააგდო"! დიახ, აღნიშნულ სასტუმროში ცხოვრების მანძილზე დახარჯული თანხის ასანაზღაურებლად ინვოისიც გამოიწერა და ბოლოს სასტუმროს მეპატრონეს  გაექცა! რამდენიმე კვირაა, სასტუმროს მეპატრონე ახმედოვის კვალის მდევრად იქცა, ღამეებსაც უთენებს და ვალის დაფარვასაც სთხოვს, თუმცა ამაოდ... პატიოსან  კაცს არ უნდა ახმედოვაკიდებული  შარი და ადამიანურად ეხვეწება - დედა კიბოთი მიკვდება, ბიზნესი დამიღუპე და ჩემს კუთვნილ ფულს რაღას მერჩიო, მაგრამ როგორც კუზიანს ვერ გაასწორებს სამარე, ისე ახმედოვს ვერ გადაახდევინებ ვალს.  რა თქმა უნდა, ახმედოვიც ცინიკურად ატყუებს და "ზავტრა - პოსლეზავტრას" ლოდინშიც დრო გადის... 


ძვირფასო მკითხველო!

 

თქვენთვის არახალია, რომ „ინვესტორად" წოდებულმა ახმედოვმა ამ ფორმით რამდენიმე პროექტის ავტორებიც ვალებში გადააგდო და მათ შორის რამოდენიმე ჟურნალისტიცაა, რომლებსაც ფილმებისა და კლიპების დამზადება სთხოვა და მთელი შემოქმედებითი გუნდი  ჟურნალისტ - ოპერატორებიანად დღესაც კუთვნილი ჰონორარისა თუ ხელფასის მოლოდინში არიან! 

 

სავარაუდოდ, ამ დღეებში თაღლითობის მუხლით აღიძვრება საქმე ისრაელ ახმედოვის წინააღმდეგ! 


ერთიცაა: საინტერესოა, ვინ არის მასთან ჩამოსული ვინმე გენერალი ინთიქამ ზეინალოვი, რა საქმიანობით არიან დაკავებულები და რა გეგმები აქვთ საერთოდ ჩვენს ქვეყანაში?!



როგორც კულუარებში საუბრობენ, ისრაელ ახმედოვის საქმიანობას შესაბამისი ორგანოები სწავლობენ და „თეთრიცა და შავიც აბანოში გამოჩნდება"... „აბანოსკენ" მიმავალ გზას კი, თაღლითობას დაწაფებული ახმედოვი, დიდი ხანია ადგას!




 

right_banner
არქივი
right_banner