logo_geo
eng_logo
ხმას აუცილებლად ირაკლის მივცემდი, მეძმარიაშვილს...
- +

11 დეკემბერი. 2016. 22:08


 

 

ირაკლი მეძმარიაშვილი ყველა პიროვნული და პროფესიული ნიშან-თვისებით შემკული კაცია, ოჯახისშვილი, რაინდი... სხვათაშორის, უკვე ბაბუაც გახლავთ!


...ისე, საინტერესო ორთაბრძოლა გველის ოლიმპიურ კომიტეტში. სასიხარულოა, რომ წინასაარჩევნოდ შექმნილია კორექტული და ღირსეული ატმოსფერო. ამჯერად, მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნებიდან, ისე არ მიდის ხელების გადაგრეხვა, როგორც ამ რამდენიმე წლის წინ, ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირის სამარცხვინო არჩევნებისას. თუნდაც, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროსაც. სხვათაშორის, ეტყობა, მავანმა, გაითვალისწინა ის ნეგატიური რეაქცია, რაც მაშინ პარლამენტარ-მოჭიდავეთა „აკრძალულ და სამარცხვინო ილეთებს" მოჰყვა, რომლის მიზანი იყო ერთი საქმოსანი მოჭიდავის „შეტენვა" ფედერაციის ხელმძღვანელად. მახსოვს, საქმეში მაშინდელი შს მინისტრი ჭიკაიძეც ჩაერთო ბრიყვულად...


საბედნიეროდ, ახლა ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით. თუმც, რაღაც „ცდუნებების" და „დაპირებების" მცდელობები პაწა-პაწა ჟონავს... ისე, ვისაც პერსპექტივაზე შეტკივა გული, რა თქმა უნდა, ხმას მიცემს... მომავალს!!!!


პირადად მე, ხმის უფლება რომ მქონდეს, გამოვიდოდი, პატივსაცემ კაცს ლერი ხაბელოვს მადლობას ვეტყოდი ღვაწლისთვის, წარმატებას ვუსურვებდი საპარლამენტო საქმიანობაში და... ხმას აუცილებლად ირაკლის მივცემდი, მეძმარიაშვილს, რამეთუ ოლიმპიური კომიტეტის თავკაცობას, ისევე როგორც ჭიდაობის და სხვა ფედერაციის პრეზიდენტობას, მხოლოდ ბიზნესმენის და „ფულის კეთების" გამოცდილება არ ყოფნის. „შანსიანობის" გარდა კიდევ სხვა (!!!) რამეებია საჭირო...ოლიმპიური მოძრაობა დიდი პოლიტიკის სფეროა. სხვა განათლება და კულტურა, ხელმძღვანელობის გამოცდილება, ქვეყნის შიგ და საზღვარგარეთის (მარტო რუსეთის პროვინციების არა) საზოგადოების ფართო წრეებთან სერიოზული ურთიერთობა და კიდევ ბევრი სხვა რამ ჭირდება... ყველაფერი ეს მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა სხვასაც აქვს, მაგრა უფრო მომადლებულად - ირაკლი მეძმარიაშვილს. მას ერთი ნაკლი აქვს მარტო: მოფარიკავე (!!!!) არ არის! ფულით და სინდისით არ „ფარიკაობს"... მგონი, წინასწარ არც თანამდებობებს პირდება ვინმეს და არც სხვა „სიკეთეს"...


წარმატებებს ვუსურვებ ყველა კანდიდატს! უკლებლივ!


 

right_banner
არქივი
right_banner