logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ცრემლებამდე მიგიყვანს კაცს ეს კადრები...
- +

7 თებერვალი. 2017. 13:55

 

 


ცრემლებამდე მიგიყვანს კაცს ეს კადრები...


ათეულობით წელია, რემონტი არ გაკეთებულაო...


ბოლო ათი წლის განმავლობაში 410 მილიონი დაიხარჯაო...


ერთ-ერთი უმდიდრესი სტრუქტურა იყო... სად გაქრა ეს სიმდიდრე, არქივი?


ყველაფერი განადგურებულია - გაყიდული და განიავებული კერძო სტრუქტურებში, რომლებიც „საზმაუ"-ს ყოფილი ხელმძღვანელების საკუთრებაა... გამოვარდება ერთი დედაკაცი (ყოფილი ტვრ-ბოსი) და ქვეყანას ჭკუას ასწავლის, არადა, ტელევიზიის სასტუმრო მის ქმარს ეკუთვნის (ღიად თუ ფარულად, მნიშვნელობა არ აქვს).


ტელერადიოს ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლი ააშენეს. ნებართვა რომელმა მერმა გასცა? ტვრ- გენდირექტორის თანხმობის გარეშე ამას ვინმე გაბედავდა?


გული მტკივა. თუნდაც იმიტომ, რომ ლამის სისხლი გვაქვს გამშრალი მე და ჩემ მეგობრებს ამ ტელერადიოს „კეთებაში"... ერთი ფაქტი მოიტანოს ვინმემ, როცა მაქედან რაიმე წავიღეთ... უამრავს გავიხსენებ, რაც მივიტანეთ...


ამ კადრების ნახვის შემდეგ ერთადერთი იარლიყი უნდა მიაკერო იმათ, ვის სინდისზეც არის ეს „უბედურება": ღორები!!!


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner