logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: კეთილი სურვილები ნაღდ ოთარ კახიძეს! (გიმეორებთ: დეპუტატ „ოთოიაში“ არ აგერიოთ!)
- +

8 თებერვალი. 2017. 18:15




დათო არჩვაძემ გაასაჯაროვა ერთი ლექსი.


სუპერ!


ვეფერები ავტორს. ოთარ კახიძეს (იმ "ცნობილ", ღიმილისმომგვრელ "ოთო კახიძეში" არ შეგეშალოთ, გარეკილი რომ აქვს) -ამ კარგზე კარგ ბიჭს, 9 წლის ასაკში რომ ასეთი ლექსი დაწერა...


აი, რა დავაზუსტე: „2009 წლიდან წასულია სასწავლებლად ბრიტანეთში. იმდენად ნიჭიერი ადამიანია, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა ბრიტანეთის ერთ ერთ სამეფო კოლეჯში. შემდეგ დაამთავრა new yourk-ის უნივერსიტეტი - ესეც 100%- იანი დაფინანსებით..."


გამიხარდა!


არ ვიცი ისევ წერს თუ არა ლექსებს, მაგრამ ამ ერთი ლექსითაც უკვე აშკარაა, რომ საქართველოს გაეზარდა საამაყო კაცი, სისხლით, ხორცით და სულით ქართველი ვაჟკაცი!


კეთილი სურვილები ნაღდ ოთარ კახიძეს !(გიმეორებთ: დეპუტატ „ოთოიაში" არ აგერიოთ!)


მადლობა მის მშობლებს!


დათო არჩვაძე: რესპექტ!


აი ეს ლექსიც:


დ ა ვ ი თ


ცა მოიღრუბლა და წვიმა ცრიდა,


ვიდექ დავითის საფლავთან მარტოდ.


დავითს ეძინა, ეძინა მშვიდად,


გადაეშალა მხარ-ბეჭი ფართოდ.


სამოცი ომი, სამოცი ბრძოლა


იოლი არის მხოლოდ სათქმელად.


დიდი დავითის წმინდა საფლავი


ვერ გავიმეტე ფეხ დასადგმელად.


ავტორი: 9 წლის ოთარ კახიძე


2001 წელი


 

right_banner
არქივი
right_banner