logo_geo
eng_logo
შევარდნაძის მაგალითი!
- +

10 თებერვალი. 2017. 18:12




ანუ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო...


- მუხას კომში აბია? - არა. - აბა, დირექტორმა რომ თქვა? - ჰოო, რაკი „ხაზეინმა" თქვა, ესე იგი აბია! აი, ასეთი ანგლობაც იყო იმდროინდელ ფოლკლორში, ჯერ კიდევ კომუნიზმში შესასვლელად რომ ვემზადებოდით. შევარდნაძე, ქვეყნის მმართველად მეორედ მოსვლის შემდეგ, აღარ გაურბოდა ეკლესიას და ილია მეორეს ასე მიმართავდა: უწმინდესო და უსპეტაკესო. მოგეხსენებათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული  უწმინდესი და უნეტარესი გახლავთ. ბატონი ედუარდის გარემოცვაში ეს ბევრმა იცოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერავინ გაუბედა შენიშვნის მიცემა - ალბათ, რაკი „ხაზეინმა" თქვას პრინციპით. ჰოდა, ასე გაგრძელდა ბოლომდე, ვიდრე ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებით არ გაგვაბედნიერა და საჯარო სივრცე არ დატოვა. დარწმუნებული ვარ, ვინმეს რომ ეთქვა, ამ შეცდომას აღარ გაიმეორებდა. რამ გამახსენა ეს ამბავი. ამ დღეებში მთავრობის სხდომაზე, საკმაოდ პატივსაცემმა ბატონმა იმედი გამოთქვა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში" პროცესები ცივილურად განვითარდება. როგორც ჩანს, ამ  პატივცემულმა  მაღალჩინოსანმა(ისევე, როგორც ბევრმა საჯარო პირმა და, რაც ყველაზე სამწუხაროა - ჟურნალისტმა) არ იცის სიტყვა „ცივილურის" მნიშვნელობა. არადა, გამოსვლებში ხშირად ხმარობს. ეტყობა, „ხაზეინს" ვერავინ უბედავს, განუმარტოს და შეცდომა გამოასწორებინოს. არადა,  „ცივილური" ლათინური სიტყვაა და სამოქალაქოს, არა სამხედროს ნიშნავს. ცივილური შეიძლება იყოს ტანისამოსი და არა პროცესი. სამწუხაროა, თუ ამის მცოდნე სახელისუფლებო  გუნდში არავინაა. კიდევ უფრო სამწუხაროა, თუ შენიშვნის მიცემასაც ვერ უბედავენ ერთმანეთს...  ჰო, მართლა, სახელმწიფო ენის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მეორე წელია არ სრულდება. ეს ისე!



 

გოჩა ხუნდაძე




 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner