logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ის, რაც ახლა ხდება სატელევიზიო სივრცეში, ყოვლად მიუღებელი, სახიფათო, ამაზრზენია!
- +

18 თებერვალი. 2017. 19:03



ტელეპროგრამები ადამიანებისთვის კეთდება და მას ადამიანები ქმნიან


არ ვარ მე „რუსთავი 2"-ის და ე.წ. საზმაუს, ისევე, როგორც ზოგადად დღევანდელი ქართული ტელეარხების მუდმივი მაყურებელი.


მაგრამ ის, რაც ახლა ხდება სატელევიზიო სივრცეში, ყოვლად მიუღებელი, სახიფათო, ამაზრზენია!


მეტი სიბრძნე გვმართებს ყველას: მმართველებს, ჟურნალისტურ, შემოქმედებით თუ საინჟინრო-ტექნიკურ კორპუსსაც და მთელ საზოგადოებას.


რატომღაც მგონია, რომ უმართავი პროცესები გვიახლოვდება. რამეთუ, ორივე მხრიდან ემოციურმა მუხტმა, ლანძღვა-გინებამ აპოთეოზს მიაღწია. ორივე მხარე იჭრის უკან დასახევ, ანუ დიალოგისა და მოლაპარაკების გზას.


არ დამთავრდება ეს ასე მარტივად და იოლად.


ყველამ უნდა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე!


ნებისმიერი სატელევიზიო ეთერის გათიშვა, ისევე, როგორც 1 ან 2 წლით „გადაცემების დახურვა", უფრო ტელემაყურებლის დასჯაა, ვიდრე ხელისუფლების მიმართ „პროტესტის" გამოხატვის თუ ფინანსურ-სისტემური „კრიზისიდან გამოსვლის" გზა...


აქსიომაა: ტელეპროგრამები ადამიანებისთვის კეთდება და მას ადამიანები ქმნიან. ორივე შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილებები, უწინარესად, ადამიანების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება.


ეგებ ვიფიქროთ სხვა გზის გამონახვაზე.


სოლიდარობა „დაჩაგრულ" თუ „დასაჩაგრვად" განწირულ ტელეჟურნალისტებს, შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალს.


ვიმეორებ: სხვა გზებიც არსებობს, ხელის გადაგრეხვისა და რადიკალიზმის გარეშე.


მოწოდება ყველა დაპირისპირებულ მხარეს და საზოგადოებას ეხება.




 

right_banner
არქივი
right_banner