logo_geo
eng_logo
აქტუალური და სასარგებლო
- +

21 თებერვალი. 2017. 14:39



უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანის რაიონიდან დავით სონღულაშვილი საკურიერო მატარებლის სიზუსტით ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს.



გასულ პარასკევს გურჯაანში გაიხსნა C ჰეპატიტის კაბინეტი, პირველი რეგიონში, რომელიც მოემსახურება C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს. აქამდე ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ თბილისში ჩადიოდა. ბატონი დავითის მიერ ინიცირებული ეს აქტუალური საქმე  - ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონთან" ერთად განხორციელდა.



ამავე დღეებში დეპუტატის მიწვევით გურჯაანში იმყოფებოდნენ სან-დიეგოს უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი და „მილენიუმის" პროგრამის ხელმძღვანელი. სტუმრები შეხვდნენ ადგილობრივი სკოლების უფროსკლასელებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა ბაკალავრიატის პროგრამით. მათ სწავლებას საინჟინერო-ტექნიკური სპეციალობით, რაც ასე აუცილებელია დღევანდელი საქართველოს ეკონომიკისთვის, სრულად დააფინანსებს „მილენიუმის" პროგრამა.



პრეზენტაციაზე სტუმრებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს ის შესაძლებლობანი, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად სან-დიეგოს უნივერსიტეტში არის დანერგილი.



შემოდგომიდან გურჯაანში გაიხსნება ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, რომელიც ხელს შეუწყობს ენობრივი ბარიერის სრულად დაძლევას და გაუადვილებს უცხოეთში სწავლას ადგილობრივი სკოლების კურსდამთავრებულებს.



დეპუტატის ინიციატივით, გაიმართა დაპირებული შეხვედრა უხარისხო პესტიციდების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. სასუქების შემომტანი კომპანიებისა და მათი მაკონტროლებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებთან და გლეხებთან ერთად განიხილეს ამ საქმეში არსებულ ნაკლოვანებათა მიზეზები და შეთანხმდნენ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.






 

right_banner
არქივი
right_banner