logo_geo
eng_logo
მაია კახიძე გიზო ნიშნიანიძეზე: მინდა რომ აქ იყოს... ძალიან მინდა...
- +

ავტორი მაია კახიძე

23 მარტი. 2017. 19:45



მინდა რომ აქ იყოს...


მენატრება მე ეს შეუდარებელი, ნაღდი თბილისელი, ჩემი საუცხოო და განუმეორებელი უფროსი მეგობარი - გიზო ნიშნიანიძე... ის დროც მენატრება, ის საუბრები, სტუმრობები, რუსთაველზე სეირნობა, მისი თბილისური, გამორჩეული იუმორი...


თვითონ მენატრება ისე... უსიტყვოდაც რომ ესმოდა ჩემი... მინდა, რომ აქ იყოს... ძალიან მინდა...


ხანდახან მაინც რომ ვერ ვიკავებ თავს? ვიცი, გამიგებთ... მე ხომ სხვა თბილისი მიყვარს, ჩემი თბილისი, აი, გიზოსფერი, კიდევ, კოტე მახარაძისფერი, სოფიკო ჭიაურელისფერი, გურამ საღარაძის, მამული იაშვილისფერი, მამუკა კიკალეიშვილისფერი, ედიშერ გარაყანიძის, დათო ყიფიანის, რამაზ შენგელიას, გენო კალანდიას, გოგი დოლიძის, მამაჩემისფერიც.... იმხელა სია მააქვს... რა ვიცი, დღეს ეგრე ვარ, ვსევდიანობ...


მონატრება ჰქვია ამას ხომ? და როგორ გინდა, რომ გაუმკლავდე?!


 

 

 

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner