logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ვწუხვარ ამ დიდებული და უაღრესად დამსახურებული ქალბატონის გარდაცვალებას
- +

14 აპრილი. 2017. 19:10



ქალბატონი ჟანეტა არჩვაძე გარდაცვლილა. 87 წლის ასაკში. ახლა ვესაუბრე მის ვაჟს, ჩვენს კოლეგას კახას და...


ძალიან, ძალიან სამწუხაროა!


თაობა მიდის! ეპოქაც მიდის!


ძველებს, ასაკოვანთ არ სჭირდებათ იმის ახსნა, ვინ იყო ქალბატონი ჟანეტა. ახალგაზრდებმა კი, მინდა იცოდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ტელერადიოს ცნობილი და საყვარელი დიქტორის, ქალბატონ ჟანეტა არჩვაძისა და მისი თაობის სახელთან დაკავშირებულია ქართული ტელევიზიის დასაწყისი და მისი ბევრი წარმატება. მისი, მეუღლის - ცნობილი ჟურნალისტის და სცენარისტის შოთა არჩვაძის, მათი ვაჟის - ტელეჟურნალისტისა და წამყვანის - კახასთვის ტელევიზია (ახლა ე.წ. საზმაუ), ტელეფილმების სტუდია  იყო და არის მთელი ცხოვრება; ამ ოჯახის პროფესიული და ზნეობრივი სახე ყოველთვის იყო სამაგალითო! ვწუხვარ ამ დიდებული, საამაყო და უაღრესად დამსახურებული ქალბატონის გარდაცვალებას.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner