logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: სურათია ისეთი, ერთდროულად ტრაგედიაცაა და კომედიაც...
- +

18 ივნისი. 2017. 03:57

 

 

ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„2012-ში, ბიძინა ივანიშვილმა რომ ლამის, რამდენიმე ათეული პირის მადლი მოისხა და საპარლამენტო სიაში ჩასვა, მერე ამ ლამის ასეულმა პირმა დაიჯერა, რომ ხალხმა მართლა ისინი აირჩია. არადა, მაშინ, ჩემზე კარგადაც ემახსოვრება ბევრს, ივანიშვილს ჯოხი რომ დაედო, ზედ ძონძი დაეკიდა, ხალხი იმ ზომამდე იყო მისული, ბიძინა ივანიშვილის ხათრით, იმ ძონძსაც შემოხაზავდა, პოლიტიკურ ძონძებზე რომ არაფერი ვთქვათ. ჰოდა, ამ პირებს დღემდე სჯერათ საკუთარი თავის სიდიადის, მართალია, გასულ არჩევნებში 0 მთელს ვერ ასცდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ეგ ეპიზოდი ამოაგდეს მათ მიერ განვლილი გზიდან და 2012-ის შედეგებით საზრდობენ დღემდე... მოკლედ, სურათია ისეთი, ერთდროულად - ტრაგედიაცაა და კომედიაც", - წერს დიანა ლიპარტელიანი. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×