logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: მთელ საქართველოს ვულოცავ ამ იუბილეს!
- +

21 ივნისი. 2017. 12:35



რუსთაველის თეატრი მწერალთა კავშირის 100 წლის იუბილეს მასპინძლობდა. ქალბატონი მაყვალა გონაშვილი და ჩვენი საყვარელი თემურ ჩალაბაშვილი უძღვებოდნენ ამ მეტად მნიშვნელოვან თავშეყრას. სევდიანიც კი იყო 20 ივნისის საღამო, მაგრამ ძალიან თბილიც. ეკრანს ქართველ დიდ მწერალთა და პოეტთა თაობები ენაცვალებოდნენ, სცენას დღევანდელები და იუბილე ნამდვილად შედგა. სტუმრებიც არ იშურებდნენ სიყვარულით სავსე „ბრავოს" და აპლოდისმენტებს. მიხაროდა მათთან ერთად ყოფნა, მეც ხომ მწერალთა კავშირის ნაწილი და წევრი ვარ?!


ყველა ქართველ პოეტს და მწერალს, ჩემს მეგობრებს, მთელ საქართველოს ვულოცავ ამ იუბილეს! ღმერთმა გვიმრავლოს ქართველებს ნიჭიერი ადამიანები.


 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×