logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილის მტრებო, - თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ!
- +

22 ივნისი. 2017. 21:11




ბიძინა ივანიშვილის მტრებო, - თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ, ივანიშვილის ცუდად ყოფნას კი არ უნდა ნატრობდეთ, მასზე უნდა ლოცულობდეთ, რადგან სწორედ მან

გადაგარჩინათ ქართველი ხალხის რისხვისგან ჩემთვის გასაგებია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სურვილი, მიაღწიონ სასურველ მიზანს და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია.



„ჩემთვის გასაგებია, რომ მათ არ მოსწონთ დენდროლოგიური პარკი, ბლექსი არენა, ოპერის განახლებული შენობა და სხვა.



ჩემთვის გასაგებია, რომ ისინი ძალიან განიცდიან 2012 წლის არჩევნებში კრახს და ისიც გასაგებია, თუ რატომ არ მოსწონთ კოჰაბიტაცია.



კოჰაბიტაციის საზღვრებს მიღმა დარჩენილები, ორი დღეა ჩემს შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მივიღე ინსულტი და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გადამიყვანეს გერმანიაში.



გადაეცით ყველას, რომ ინსულტიანი პაციენტის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება და, ვურჩევ, ჩანასახშივე მკვრადშობილი ჭორი „გააკეთილშობილონ" როგორც უნდათ ისე.


მადლობა ქართველ ერს იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოხატეს ჩემს მიმართ.


ბიძინა ივანიშვილი".



ამ ჭორის გავრცელების შემდეგ ქართველმა ერმა მართლაც დიდი სიყვარული და სითბო გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მისამართით, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ეს ბინძური ჭორი სიხარულით მიიღეს და მისი სიმართლედ გასაღება სცადეს.



სოციალური ქსელებით გავრცელებულ მათ „პოსტებს" რომ წაიკითხავ, გაოცდები -საიდან ამდენი ბოღმა, ამდენი სიძულვილი, ამდენი სულმდაბლობა.



„ის ხალხი, ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან. ისინი საცოდავი ადამიანები არიან",- თქვა ბერა ივანიშვილმა და არ შეიძლება მის სიტყვებს არ დაეთანხმო - ეს ადამიანები მართლაც საცოდავები არიან, თუმცა იმავე დროს ძალიან საშიშნი და სახიფათონი, რადგან ისინი საზოგადოებას წამლავენ და შხამავენ ყველაზე საშიში „ბაქტერიოლოგიური" სენით - სიძულვილით, სისასტიკით, დაუნდობლობით.



ღმერთმა ნუ ქნას და მათ რომ ძალაუფლება მისცე, ისინი ნახევარ საქართველოს ისე გაიდებენ ფეხქვეშ, თვალსაც არ დაახამხამებენ. ისინი იქიდან, „ნაცმოძრაობის" ცხრაწლიანი ბნელეთიდან არიან.



სამწუხაროა, რომ ამ ბნელეთის მოციქულების ნაავკაცარს დღემდე არ დაესვა არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ წმინდა წყლის სამედიცინო დასკვნა.



დიახ, ეს ცხრაწლიანი პერიოდი, პირველყოვლისა, ფსიქიატრების, ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსების ღრმა და საფუძვლიანი კვლევის საგანი უნდა გახდეს, რადგან სხვანაირად ვერასოდეს ვერ გავიგებთ სრულფასოვნად, ვინ იყვნენ და ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ამდენი ენით აღუწერელი ბოროტება ჩაიდინეს და როგორც მათი ბოლოდროინდელი პოსტებიდან და რეპლიკებიდან ირკვევა, ახლაც მზად არიან იგივე გაიმეორონ.



მტრებიო, ვთქვით ზემოთ...



საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მტრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ.



იმ დაუწერელი ზნეობრივ-მორალური კოდექსის მიხედვით, ქართველი კაცი მტერზე საუბარს, მის გაკილვას და გალანძღვას არ იკადრებდა, რადგან თვლიდა რომ, როგორც თვითონ, ისე მისი მტერიც, ღირსეული ადამიანი იყო და არა ვიღაც ბეჩავი და უღირსი გლახაკი.



თქვენ პათოლოგიური ზიზღი და სიძულვილი რომ არ გძალავდეთ, ბატონ ბიძინას კი არ უნდა მტრობდეთ და მის ცუდად ყოფნას კი არ უნდა ნატრობდეთ, მასზე უნდა ლოცულობდეთ, რადგან სწორედ მან გადაგარჩინათ თქვენს მიერ ძალიან გამწარებული და ძალიან შეურაცხყოფილი ქართველი ხალხის რისხვისგან, „თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს, გაშლილს, გაფანტულს ველადა"...



ვახტანგ ხარჩილავა


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner