logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: აქტუალური!.. ღირებული!.. ყურადსაღები!..
- +

26 ივნისი. 2017. 14:14



თედო ჯაფარიძის პუბლიკაციას ვიმეორებ:


2014 წელია...


ახლაც ღირებულია!..


და ყურადსაღები!


განსაკუთრებით, იმ კადრებისთვის საერთაშორისო საკითხებზე რომ მუშაობენ მთავრობაში, პარლამენტში... იმათთვისაც, არასამთავრობოებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და უცხომთავრობებისგან იღებენ "გრანტებს" ჩვენი ჭკუის დასარიგებლად.


... ერთი სიტყვით, იმათთვის, რომ გონიათ ყველაფერი(!) იციან, არვისგან(!) არაფერი(!) ესწავლებათ, ცოტა აგდებულად რომ უცქერენ ასაკს, გამოცდილებას, წარსულ პრაქტიკას...


და რომ იცოდნენ რამდენია ნაწვალები, ნაფიქრალი, „გარისკული"...


ამათ (და მათ ზოგიერთ უფროსსაც) „ნაცარქექია" მართლა ნაცრის ქექვაზე ზღაპარი გონიათ... არადა, მთელი ფილოსოფიაა, „პატარა" ქეყნისა და ერის გადარჩენის...


ამათ (და ზოგიერთმა წინამორბედმაც) რომ იცოდნენ თაობების რა სისხლის ფასად დაჯდა უახლოესი წარსულის ზოგიერთი პოზიტიური სვლა, „მდგომარეობის" შენარჩუნება, კონფლიქტების გაყინვა უკეთესი სიტუაციის შექმნამდე, ინფორმაციული ომების მოგება...

 

ისტორიასც კარგად რომ იცნობდნენ, ეცოდინებოდათ: არვისთვის სიკეთე არ მოუტანია წარსულის და წასულების, მათ შორის გარდაცვლილების ლამძღვა-გინებას... პირიქით!!!! პირიქით!!!


არ იციან ეტყობა, მათთვისაც რომ არის ნათქვამი: საქმემან შენმან გამოგაჩინოს!


წინაპართა ამ სიბრძნეს მისდიეთ, ბიძიკოებო!


უკეთესი გააკეთეთ და, ასევე, უკეთესი შედეგი დადეთ და...


საქართველო არასოდეს დაგივიწყებთ ამაგს!


აქამდე ასე ყოფილა და მომავალშიც ასე იქნება: დრო, ისტორია ყველაფერს და ყველას მიუჩენს ადექვატურ ადგილს! იმასაც კი, ვის გინებაშიც დღეს ენა და „ჭკუა" გისწრებთ...


ეს კლასიკაა! კლასიკა! და არა ვინმე სამჭკუაშვილის დაწერილი ან თქმული...


აკი მიაგო თავისი ადგილი დიდ დავით აღმაშენებელს, რომლისთვის, მიუხედავად მის თანამედროვეთა „ქილიკისა", უცხო არ იყო მავანის „სარზე დასმა" და ვინც უცხოტომელთა ჩამოსახლებაზეც უკან არ დაიხია, რამეთუ ამოძრავებდა უკეთილშობილესი მიზანი: სამშო ბლო!!!


არც გიორგი მეფეს ეხამუშებოდა მონღოლებთან „შეკვრა", რომელიც საბოლოოდ ქვეყნიდან მათივე განდევნით დაამთავრა და... სამშობლოს სიყვარულმა მოუპოვა მას სამარადისოდ სახელი „ბრწყინვალე"!!!


თელავში ვეებერთელა ძეგლი სიყვარულით დაუდგეს თუნდაც იმის გამო, რომ სამშობლოსთვის თავდადების გამო არ გაუგდია ხელიდან ხმალი 70-ს კარგა ხნით გადაცილებულ „პატარა კახს". ჩალმის დახურვაც არ იუკადრისა, არც ევროპასთან დაკავშირებისთვის დაუკლია ცდა და, საბოლოოდ. მიიღო კიდეც დღევანდელი უმადური ტიპაჟისგან ლანძღვა-გინება იმიტომ რომ იძულებული იყო აერჩია "ბოროტებათგან "მცირე" - რუსეთის მფარველობა. და ამით შთამომავლობა ფერეიდანში გადასახლებისთვის კი არ გასწირა, არამედ სამშობლოში გასმრავლებლად და ხუთმილიონამდე გასაზრდელად დატოვა იმ საზღვრებში, რომლებიც ამ ამ იმპერიამ (რომლის ინტერესები ამ შემთხვევაში დაემთხვა ჩვენსას) შეგვინარჩუნა პრაქტიკულად და რომლებიც ჩვენიანების უგნურების გამო აღსადგენ-საოცნებოდ გაგვიხდა დღეს...


გამოვარდება ახლა ვინმე არანორმალური, ფეისბუკში ლანძღვის და კლავიატურაზე ჩხაკუნის მეტი რომ არაფერი გაუკეთებია, მომაკერებს „აგენტის", „მოღალატის" იარლიყებს და მომინდომებს ჭკუის სწავლებას...


წადი თქვენიც!..


დიდმა ჭაბუამ „დათა თუთაშხიას" გარდა ერთი ორ-სიტყვიანი შედევრიც დაგვიტოვა: „ჭკუით, ქართველებო!!!"


ნეტავი გამაგებინა, ვის მიმართავდა?


მე კი ვიცი ვის მივმართავ: ჩემს მეგობრებს! მხოლოდ და მხოლოდ!


დანარჩენები თავს ნუ შეიწუხებთ!


დავუბრუნდები ისევ თედო ჯაფარიძის პუბლიკაციას.


აი, რას ვწერდი მაშინ ( ზუსტად სამ წლის წინ), მასალის წარდგენისას. და, რა თქმა უნდა, აზრი დღესაც არ შემიცვლია:

 

Нугзар Попхадзе

26 июня 2014 г. в 12:35 · 

 

ყოველგვარი სუბიექტივიზმის გარეშე: თედო ჯაფარიძე არის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ქართული დიპლომატიის ისტორიაში და მისი ანალიტიკური თუ პრაქტიკული გამოცდილების რესურსის სრული მასშტაბით გამოუყენებლობა, რბილად რომ ვთქვათ, მარტო გაუგებრობა კი არა... სიბეცეც არის!


http://www.globalaffairs.ru/global-processes/Gruziya-poka-na-puti-ot-idealizma-k-realnoi-politike-16747  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×