logo_geo
eng_logo
ზალისტრახოს შესახებ
- +

ავტორი ჯაბა ხუბუა

3 ივლისი. 2017. 23:51


ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ რომ არსებობს, ეს საქართველოს უბედურებაა! „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მოგებასა და კვლავ ძალაუფლების მოპოვებაზე რომ აცხადეს პრეტენზიას, ეს საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია!


და „ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ-ზალიკო უდუმაშვილი რომ დაასახელა, ეს თბილისელებისა და მთლიანად ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა!


- თბილისელებო, დაივიწყეთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქართველი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი, დაივიწყეთ ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ადამიანები, დაივიწყეთ დატერორებული სასამართლო სისტემა და ბიზნესი, დაივიწყეთ დარბეული მიტინგები და ცემით მოკლული მომიტინგეების მაღაზიის სახურავზე შეგდებული გვამები, დაივიწყეთ პოლიტიკური ნიშნით ციხეში ჩაყრილი ადამიანები, დაივიწყეთ ნაწამები და გაუპატიურებული პატიმრები, დაივიწყეთ 2008 წლის აგვისტოს ავანტიურა და მტრისთვის ჩაბარებული 150 ქართული სოფელი, დაივიწყეთ თბილისის ბიუჯეტიდან მილიონების დარიგება ნაცმოძრაობის პარტაქტივისთვის, დაივიწყეთ დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე ნაცჩინოსნებისა და მათი ცოლების „გულაობა" სტრიპტიზკლუბებსა და ევროპის ძვირიან კურორტებზე, დაივიწყეთ თბილისის მერიის სიპ-ებში უსაქმური ნაციონალების დასაქმება და მათთვის დანიშნული 5000-ლარიანი ხელფასები, დაივიწყეთ სააკაშვილის რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი მომღერლების მენაგვე-ალპინისტებად გაფორმება იმავე თბილისის მერიაში და დედაქალაქის მერად აირჩიეთ სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის სახე ზაალ-ზალიკო უდუმაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ტელეეკრანიდან არა მარტო „აპრავებდა", არამედ ხოტბა-დიდებას ასხამდა! - აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება თბილისის მოსახლეობისთვის და აი, ამიტომ არის თბილისელების შეურაცხყოფა ის, რომ მათ უდუმაშვილის მერად არჩევას სთავაზობენ.


ძვირფასო მკითხველო, როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ამ ზალიკო უდუმაშვილსა და იმ ალისტრახო როხვაძეს შორის, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სააკაშვილის რეჟიმმა ჟურნალისტის მოწმობა მისცა და „ქართული ოცნებისთვის" იაფფასიანი პროვოკაციების მოსაწყობად დაგეშა?!


შეგახსენებთ: ახლისტრახო და მისი რაზმი, ჟურნალისტიკის სახელით, ღია ცის ქვეშ ზონდერობდა - ბიძინა ივანიშვილს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა და ყველაფერს კადრულობდა, რომ მოსახლეობასთან „ქართული ოცნების" შეხვედრები ჩაეშალა, ზალისტრახო, ანუ ზალიკო უდუმაშვილი კი ჟურნალისტის სახელით ღია ეთერში ზონდერობდა და ყველაფერს კადრულობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" გაეშავებიდა, როგორც „პრორუსული" ძალა და „კრემლის აგენტურა".


რაც მთავარია, ალისტრახო როხვაძის ღია ცის ქვეშ ზონდერ-ჟურნალისტობა და ზალისტრახო უდუმაშვილის ღია ეთერში ზონდერ-ჟურნალისტობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი გადაერჩინათ და ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაეტოვებინათ.


ასე რომ, ალისტრახო როხვაძესა და ზალისტრახო უდუმაშვილს შორის არანაირი პოლიტიკური, იდეოლოგიური, მორალური და მენტალური განსხვავება არ არსებობს!


ალისტრახოსა და ზალისტრახოს ერთმანეთისაგან მხოლოდ ის განასხვავებთ, რომ პირველი სააკაშვილის რეჟიმის შედარებით იაფფასიანი მონა იყო, მეორეს კი სააკაშვილის რეჟიმი მონობაში შედარებით მაღალ ხელფასს უხდიდა!


ეს არის და ეს, ძვირფასო მკითხველო!


ალისტრახო როხვაძე „კურიერის" წამყვანი რომ ყოფილიყო, „ნაცმოძრაობა" მას დაასახელებდა თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ „კურიერის" წამყვანი ზალისტრახო უდუმაშვილი იყო და ამიტომაც, ის დაასახელეს!


მორალისტობა არ მიყვარს და არ მინდა, ვინმეს სინდისიერება-უსინდისობის საკითხი განვსაჯო, მაგრამ ღმერთი რომ გამწყრომოდა და ზალისტრახო უდუმაშვილის ადგილზე აღმოვჩენილიყავი, ნამდვილად შემრცხვებოდა არჩევნებში მხარდაჭერა მეთხოვა იმ ხალხისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ტელეეკრანიდან ურცხვად ვატყუებდი და კიტრზე ვეუბნებოდი, სალამურია-მეთქი!


ზალისტრახოს, როგორც ჩანს, ამისი არ რცხვენია და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ იგი დიაგნოზით ნაცია!


ამიტომაც, სრულიად ბუნებრივია, რომ ზალისტრახოს თავისი საარჩევნო კამპანიაც ისეთივე ურცხვ და უტიფარ ტყუილებზე აქვს აგებული, როგორ ტექსტებსაც წლების განმავლობაში „კურიერის" სუფლიორზე კითხულობდა და „რუსთავი 2"-ის ეთერიდან შხამივით ანთხევდა.


მაგალითად, იმ დღეს, როცა ზალისტრახო თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს, მან მეტეხის ტაძრის ეზოში ტრიბუნასთან გაჯგიმულმა განაცხადა - თბილისი სრულიად უპატრონოდ არის მიგდებული და დედაქალაქში არაფერი კეთდებაო.


დიახ, ამას ამბობს ზალისტრახო უდუმაშვილი, მაშინ, როცა თბილისის მერია დედაქალაქის ცენტრში გრანდიოზულ, საშვილთაშვილო პროექტს ახორციელებს და პეკინის გამზირზე, სადაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაო არ შესრულებულა, გზის საფარსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს მთლიანად აახლებს.


მოკლედ, ზალისტრახო „კურიერის" წამყვანი აღარ არის, მაგრამ კვლავ „კურიერულად" მიერეკება, რადგან ნაცში დგას და სხვაგვარად არ ძალუძს.


ზალისტრახომ ისიც განაცხადა - გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარო, ანუ „ნაკურიერალს" ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებული თბილისელები მას მისცემენ ხმას!


არადა, თბილისელების, ისევე, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „ქართულ ოცნებაზე", უპირველესად, სწორედ იმიტომ არის გაბრაზებული, რომ მან სააკაშვილის რეჟიმი არ გაასამართლა და ნეოფაშისტური, დანაშაულებრივი ორგანიზაცია - ნაცმოძრაობა ქართული პოლიტიკიდან არ ამოშანთა!


დიახ, თბილისელთა უმრავლესობა სწორედ იმაზეა გაბრაზებული, რომ ქართველების სისხლით გაუმაძღარი ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ არსებობს და ეს გაბრაზებული თბილისელები არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ზალისტრახოს ხმას კი არ მისცემენ, მწარე პოლიტიკურ სილას გააწნავენ!

 

და კიდევ: ზალისტრახო უდუმაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ნაცმოძრაობის გასამართლებისა და არაკრძალვის გამო „ოცნებაზე" გაბრაზებული ადამიანების ხმას ნაცმოძრაობის კანდიდატს მისცემენ, ან ძალიან უნიჭოა, ანდა თბილისელები, უკაცრაული პასუხია, უკანალის მიმცემები ჰგონია!


დიახ, თუ კარგად დავაკვირდებით, ზალსტრახო უდუმაშვილი თბილისელებისაგან არა ხმის მიცემას, არამედ უკანალის მიცემას ითხოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკანალში მამაპაპურ პოლიტიკურ პანჩურს მიიღებს!


ალისტრახო-ზალისტრახო-ელისტრახოებს თბილისმა და მთელმა საქართველომ ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ გამოუტანა განაჩენი, რომელიც საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება!




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×