logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: მე და ჩემნაირ, 3 მილიონნახევარს გვინდა ქართული სახელმწიფო!
- +

15 აგვისტო. 2017. 12:04




პოლონელ პოლიტიკოსებს პოლონური სახელმწიფო უნდათ!

გერმანელ პოლიტიკოსებს - გერმანული!

ფრანგებს - ფრანგული!

თურქებს - თურქული!

ბერძნებს - ბერძნული!

რუსებს - მშიერი, მაგრამ მთელი ქვეყანა - რუსული!

სომხურ პოლიტიკას - სახელმწიფოც და ტოლმაც - სომხური!

აზერბაიჯანელებს - თავისნაირი!


ყველას, ამათ ერთად და კიდევ, ქართველ „პოლიტიკოსებს", მთავრობას და NGO-ებს, მხოლოდ საქართველო უნდათ ევროპული, ან ამერიკული, ანდა ჯანდაბას - რუსული!


მარტო მე და ჩემნაირ, 3 მილიონნახევარს გვინდა ქართული სახელმწიფო!


ჰოდა, „მაგრად მიირთმევს..." ვისაც თვალში ვეცოტავებით, მით უფრო, რომ კიდევ ერთს, ყველაზე დიდს, მთავარს და ყველაფრის გადამწყვეტსაც სწორედ ისეთი საქართველო უნდა - მე, და ჩემნაირ 3 მილიონნახევარს რომ გვინდა - ქართული!


ასეც იქნება და უსამშობლო და უპასპორტო ვიყო, თუ ვხუმრობდე!


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner