logo_geo
eng_logo
როგორ ცხოვრობდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში
- +

8 სექტემბერი. 2017. 16:53

საქართველოდან წამოღებული მილიონები სააკაშვილმა უკრაინაში მალევე გაამრავლა. ანტიკორუფციული აურზაურის ატეხით უკრაინელ ბიზნესმენებს ატერორებდა. გენპროკურატურაში მთავარ კურატორად და რუხ კარდინალად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის იძებნება. ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი მოგვევლინა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ - ეკა ზღულაძე, უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ - დავით საყვარელიძე, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ - გია გეწაძე, სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელად - ჯაბა ებანოიძე, ხოლო მის მოადგილედ გიორგი წიკლაური, სახელმწიფო აღსრულების სამსახურის ხელმძღვანელად - ხატია შელია, როვნოს ოლქის გუბერნატორის მოადგილედ -ილია ღლონტი.

 

სააკაშვილის კადრებს მრავალათასიანი ხელფასები დაუნიშნეს გაღატაკებული უკრაინული ბიუჯეტიდან, თუმცა სწორედ ეს ხალხი მოგვევლინა ფარული კორუფციის სათავეში.

ქალბატონი ზღულაძე აკონტროლებდა უკრაინის პოლიციას და პასუხს აგებდა რეფორმებზე. პოლიციის რეფორმატორი საფრანგეთში გამგზავრებისას, ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს 7 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით; თუმცა „ზემოდან“ ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვას ხელმძღვანელობდა; სწორედ ეს დაეხმარა მიშას მეუღლე სანდრა რულოვსს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობის იატაკქვეშა ორგანიზაციის შექმნაში. ორგანოებამოცლილი ჩვენი ბიჭების გვამებს დღესაც პოულობენ კრემატორსკის სასაფლაოზე. როგორც ექსპერტები  ამბობენ, სააკაშვილის ოჯახმა ორგანოებით  ვაჭრობით 100 მილიონ დოლარზე მეტი იშოვა.

თუმცა ყველაზე დიდი შემოსავალი სააკაშვილს ოდესის პორტისა და საბაჟოს მითვისებამ მოუტანა. ოდესის გუბერნატორის კაბინეტთან უშველებელი რიგები დადგა ადამიანებისა, ვისაც მიშას ფრთებს ქვეშ შეფარება სურდა. დანარჩენ კომერსანტებს კორუფციონერის იარლიყს აწებებდნენ და სამართალდამცავები დასდევდნენ. ამ ხერხებით ნაშოვნი მილიონები იგზავნებოდა  ოფშორულ ზონებში, სააკაშვილის მეგობრების - დავით ბეჟუაშვილისა და დავით კეზერაშვილის კომპანიების ანგარიშებზე.

ჩვენმა ჟურნალისტებმა გაიხსენეს, როგორ ცხოვრობდა და გადაადგილდებოდა უკრაინის ტერიტორიაზე სააკაშვილი.

ამ შენობაში ჰქონდა სააკაშვილს ბინა (ფოტო). კიევის ცენტრში 350 კვ.მ ფართის ფეშენებელურ აპარტამენტში 8 ოთახია. ინტერიერი ეგვიპტურ სტილშია გაწყობილი მოოქროვილი კოლონებით. ეს ბინა მიშას მეგობარმა და „საფულემ“ დავით ბეჟუაშვილმა უყიდა.

სააკაშვილის ორგიებზე უკრაინაში ყველას სმენია. მშვენიერი უკრაინელი გოგონები, ამ შენობიდან მდიდრული საჩუქრებით გამოდიოდნენ - ბრილიანტის ბეჭდებითა და ბრენდული საათებით ხელდამშვენებულები. ნარკოტიკებით გართობამ თავისი ქნა.

 

მიშა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს „Fairmont Grand Hotel“-ის მუდმივ სტუმრად იქცა. ავაკოვი ამ სასტუმროში გადაღებულ კადრებს დესერტად ინახავს.

ფოტოზე: სააკაშვილი გამოდის სასტუმრო „Fairmont“-იდან.

 

როგორც ქართველებს სჩვევიათ, მიშას გემრიელად ჭამაც უყვარს. დედაქალაქის რესტორნებში მას ხშირად ხედავდნენ. ლევ ტოლსტოის  ქუჩაზე მდებარე რესტორან „გოგის“ მუდმივი კლიენტიდან, მალე მფლობელად მოგვევლინა, დავით კეზერაშვილის „დახმარებით“. არაერთხელ შეუმჩნევიათ რესტორან „კანაპაში“, რომელიც ცნობილ ბიზნესმენ დიმა ბორისოვსა  და მუსიკოს ოლეგ სკრიპკას ეკუთვნით; თუმცა ეს რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია.

რითი გადაადგილდებოდა? სააკაშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ფლობს 2010 წლის გამოშვების ავტომანქანა „Skoda Superb“-ს.

 

თუმცა ფოტოკორესპონდენტები კორუფციასთან მებრძოლს უფრო ხშირად ბრონირებულ ჯიპ  „Toyota Land Cruiser“-ით მოსეირნეს ხედავდნენ. ეს მანქანა გაფორმებული იყო ექს-პრეზიდენტის მცველის კუთვნილ ფირმაზე, თუმცა მიხო კიევში ყოფნისას მას რეგულარულად იყენებდა. ხოლო კონსპირაციისთვის ხალხმრავალ ადგილებში, მიტინგებზე და სახელმწიფო დაწესებულებასთან უბრალო „შკოდაში“ ჯდებოდა და რამდენიმე კვარტლის მოშორებით გადადიოდა კომფორტულ ჯიპში.

ამა წლის აპრილში მიშა შეამჩნიეს ახალ „Lexus GX460“-ში, რომელიც გარეგანი შეფასებით 2010-11 წლების მოდელს მიეკუთვნება და მისი ფასი მილიონ 300 ათასი გრივნაა. იყო კიდევ ვერცხლისფერი „ლექსუსი“ და სედანი „Mercedes S63 AMG“ (4,4 მილიონ გრივნა), ეს მანქანაც დავით ბეჟუაშვილის საჩუქარია.

უკვე მოქალაქეობაჩამორთმეული სააკაშვილი დააფიქსირეს მოძრაობის წესების უხეში დარღვევისას. მიშას ჯიპმა წითელ შუქზე გაიარა და საგზაო ნიშნის უგულებელყოფით მარცხნივ შეუხვია. ასეთი შემთხვევები ათასობითაა დაფიქსირებული.

მიხეილ სააკაშვილის „გმირობებს“ უკრაინაში თვლა არ აქვს, მაგრამ მოქალაქეობაწართმეული მიშიკო ალბათ უკრაინაში აღარ დაბრუნდება, ისევე როგორც სამშობლოში, სადაც მოუთმენლად ელიან, რომ იქ ჩადენილ ძალადობასა და ძარცვა-გლეჯაზე პასუხი აგებინონ.

 

სერგეი მიკოლაევიჩი კირნიკი

 

 

წყარო:  wikileaks 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner