logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: სად და ვის გაუჩნდით ამდენი, „სეთურს“ მონატრებული უბედური?!
- +

2 ოქტომბერი. 2017. 14:52


„ოცნების" „ტრუხა" დაპირებებზე აღარ დამელაპარაკოთ ამის მერე, თორემ მეწყინება!


- მე რომ მოვალ, ამ ბაზრობის მილიონერ პატრონებს ვაიძულებ, კუთვნილი შვებულებით უზრუნველყონ მოვაჭრეებიო! - დაიქადნა „ელიავაზე" მისულმა გუგავამ!


დედა, რავარი სასოებით უსმენდნენ და უყურებდნენ?!

ბიჯო, ბიჯო, ბიჯოო!

სად და ვის გაუჩნდით ამდენი, „სეთურს" მონატრებული უბედური?!

ე, გუგავა შალვოვიჩ! იმ ბაზრობის პატრონები რომ კაი „ციგნები" არიან, მაგ ყველამ ვიცით, მარა შენს „ციგნობასთან" - გეკადრება?!..


კარგად იცი, ეგენი ვაჭრების დამქირავებლები კი არა, ტერიტორიის გამქირავებლები არიან და სულ კიდიათ შენი ხელფასიც, პენსიაც და შვებულებაც, მარა...


რაო? ხალხი უვიცი და შტერია და ჩემს დაპირებაზე „ზებუს" ჩამოკრულ ზარს პოლიქრინიონით დაელოდებაო?!


ისე, კი გამკრა ერთმა ფიქრმა: სწორი აზრი აქვს გუგავას „ხალხზე", თორემ ამისთანა დაპირების მერე, ან იქიდან ვერ უნდა გაესწრო, ანდა, მისიანებს თუთაშხია-ზამთარაძესავით ნაბეგვი უნდა წაეთრიათ თორიას ლაზარეთში.


ახია ჩვენზე, ანუ - ტაში, კუკური!


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner