logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: მათ გაჭირვებას ისევ კალაძემ „უშველა“!..
- +

6 ოქტომბერი. 2017. 15:58



„დიშოვი ხოდია!" - ძაან „დიშოვი"!


თუ კალაძე დებატებში გაჰყვა, ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ელისაშვილი მისი ნომერ პირველი კონკურენტია!


კალაძემ „არ ჭამა" და ელისაშვილი ამ „სიამოვნების" გარეშე დატოვა! საინტერესოა, რომ ამაზე არცერთ დანარჩენ კანდიდატს ხმამაღალი რეაქცია არ ჰქონია! თუმცა, დარწმუნებული ვარ, გულში ესიამოვნათ კიდეც, კალაძისგან ელისაშვილზე შეთვლილი უარი. რატომ და, სხვა შემთხვევაში, იძულებითი „თამაშგარე" არ აცდებოდათ. ან, უნდა „ეღიარებინათ" ელისაშვილის პირველობა, ანდა, მის მსგავსად, ყველას ცალ-ცალკე უნდა მოეთხოვა იგივე და ახალი კლოუნადით უნდა გაემდიდრებინათ ისედაც ცირკის არენად ქცეული საარჩევნო „პოლიტიკა"!


მათ გაჭირვებას ისევ კალაძემ „უშველა"!..


ელისაშვილის დამრიგებლებმა აშკარად ვერ გათვალეს: - ამ შეთავაზებით, დანარჩენებისგან განსხვავებით, ელისაშვილმა ის თქვა და აღიარა, რომ კალაძის გარდა, არც უდუმაშვილი, არც ხოშტარია-ინაშვილი და არც დანარჩენები, საპოლემიკო სუბიექტებად არ ღირან!


კალაძეც გიჟი ხომ არ იყო, „შეთავაზებულ", მომგებიან საარჩევნო რეკლამაზე უარი ეთქვა და ელისაშვილისგან პირდაპირ და უალტერნატივოდ, ლიდერად შერაცხილმა „დიდსულოვნად" განაცხადა; - ჩემთვის ყველა თანაბრად „ძვირფასი" ხართ და დრო რომ მოვა, ერთად გიპასუხებთო!(?!)


კი! შეთავაზება კალაძის უარზე და იმაზე იყო გათვლილი - შეეშინდა და დებატებში არ გამომყვაო, რომ ეთქვა ელისაშვილს, მარა რეალურად სხვა რა მოჰყვებოდა ამ უარს - ამაზე აღარ უფიქრიათ!


ასეა, ბაბა!

საქმეს - მე რომ მოვალ, აგაშენებთო - მარტო ამისი ღაღადი არ შველის!










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner