logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: გამიხარდება, თუ ახალ თაობაშიც ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც ჩვენი ახალგაზრდობის წლებში
- +

29 ოქტომბერი. 2017. 15:14


ძალიან გამიხარდება, თუ ახალ თაობაშიც ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც ჩვენი ახალგაზრდობის წლებში გამოჩენილი ქართველი მწერალი არჩილ სულაკაური...


მისი პროზა, პოეზია განმსჭვალული იყო საოცრად დიდი ზნეობით და პატრიოტული სულისკვეთებით.


დღეს მისი გარდაცვალების დღეა.


ჩემს უფროს და უსაყვარლეს მეგობარს არჩილ სულაკაურს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!


მხოლოდ ეს ერთი, 1981 წელს დაწერილი ლექსია საკმარისი, რომ შეიგრძნოთ ის დიდი სიყვარული, რომლითაც ის აღმერთებდა დედა-სამშობლოს:


ქართული სიმღერა

გიორგის - ჩემს შვილიშვილს


ჯერ საქართველო, გიორგი,

ჯერ საქართველო ვახსენოთ,

რისთვისაც სული გვიდგას და

ქვეყნად რისთვისაც ვარსებობთ!

ვიდრე ჩვენს აგურს დავდებდეთ,

მიმოვიხედოთ გარშემო,

ჯერ საქართველო, გიორგი,

ჯერ საქართველო ვაშენოთ!

თავს სატკივარი არ მალავს,

რამდენიც უნდა დავმალოთ,

ჯერ საქართველო, გიორგი,

ჯერ საქართველო ვამრავლოთ!

გავუუკვდავოთ საწუთრო

ჩვენი სიცოცხლის ვადითო,

ჯერ საქართველო, გიორგი,

ჯერ საქართველო ვადიდოთ!

და სანამ სიტყვა წაგვცდება,

დავფიქრდეთ, რისთვის ვარსებობთ,

ჯერ საქართველო, გიორგი,

ჯერ საქართველო ვახსენოთ!


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner