logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დიმა შაშკინს, ოთოია კახიძეს და კომპანიას ებარებოდეთ!
- +

5 ნოემბერი. 2017. 16:36



ეს შაშკინია, ჩვენი დიმა, დიდი ქართველი პატრიოტი და ცნობილი ინტელექტუალი!

ისევ გვმოძღვრავს!

აბსოლუტურად ურცხვად! უტიფრად!

საინტერესო ისიც არის, რომ მსგავსი ტიპაჟიდან ეს დღეები ნიაღვრად წამოვიდა „დემაგოგია!

ეტყობა, ამოქმედდა... გეგმა „ჭ" !!!


ვარდების რევოლუციის დროს, კობა ნარჩემაშვილის მინისტრობისას, ბატონ შაშკინს, თურმე, სამსახურებრივად ჩაბარებული ქონდა შსს იარაღის „საწყობი" და... როცა დაჭირდათ და მოიკითხეს, ვერ იპოვეს, უკვე აორთქლებული გახლდათ თავისი გასაღებიან-პაროლებიანად... ამ დამალვა-აორთქლება-გაქცევის გამოცდილება შემდგომ არაერთგზის გამოადგა...


გამარჯვებულმა „ვარდოსნებმა", სასჯელაღსრულების სფერო ჩააბარეს, გამოცდილი ჩამშვებია და ბაჩოსთან ერთად „საქმეს" მიხედავსო...


შემდეგ, მოხდა „სასწაული": ციხეების მთავარი ზედამხედველი, რომელსაც ერთი დღე არ უსწავლია ქართულ(!) სკოლაში, ხელში არასოდეს ჭერია „დედაენა", დასვეს საქართველოს(!) განათლების(!) და მეცნიერების(! )მინისტრად, ანუ... მანდატურთუხუცესად და ჩააბარეს საზედამხედველოდ და „სამართავად" არა მარტო სკოლამდელი, საშუალო განათლების სისტემა, არამედ დედაუნივერსიტეტი და მთლიანად უმაღლესი სკოლა, მეცნიერებათა აკადემია და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი, რათა ... გაეგრძელებია მისი ბოროტი წინამორბედის დაწყებული ნგრევა-განადგურების პროცესი. ასე დასცინეს ქართულ განათლებას და მეცნიერებას. საფლავში უკვე მერამდენედ გადაატრიალეს ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, დიმიტრი უზნაძე, ივანე ბერიტაშვილი, ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, კორნელი კეკელიძე...


მერე, თავდაცვის სამინისტრო ჩააბარეს... სამინისტროდან გაქრა იმ საღამოსვე, როგორც კი გახდა ცნობილი 2012 წლის 5 ოქტომბრის არჩევნების შედეგი, მას შემდეგ, რაც თავზე დაადგნენ ძმები ახალაიები, რომლებმაც მაგრად გატყიპეს და...


ამერიკაში გაქცეული „საქართველოს პატრიოტი" შაშკინი გულისამაჩუყებელ სმს-ებს უგზავნიდა თავის პატრონებს, ეფიცებოდა ერთგულებას და ქვეყნიდან გაქცევას ხსნიდა იმით, რომ არ უნდოდა გამხდარიყო "მეორე ოქრუაშვილი", სხვათაშორის, ამერიკაში გაქცეული შაშკინი იყენებდა განათლების სამინისტროს კორპორატიული ტელეფონის ნომერს, რომელზედაც სისტემიდან კარგა ხნის წინათ წასული ყოფილ მინისტრს სამინისტროს ბიუჯეტიდან ერიცხებოდა განუსაზღვრელი თანხა. ეს კარგად იცოდა მინისტრმა ქალბატონმა სანიკიძემ, მაგრამ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციაზე მისი რეაქცია იყო...მხოლოდ დუმილი.


მერე ბატონი შაშკინი „დაგვიბრუნეს" და... იმის მაგივრად რომ მისთვის პასუხი მოეთხოვათ ყველა ჩადენილი "უბედურებისთვის", ზის ახლა ტელესტუდიებში და სისტემატურად „მოძღვრავს" ქვეყანას...


აბა, გაბედოს ვინმემ და ბუზი აუფრინოს, უმალ საქმე ექნებაო... ბიძია კელისთან. იციანო, მორიგმა „უფროსმა ძმებმა" თავიანთი „აგენტურის" მოვლა-პატრონობა, ზოგჯერ, გაპარება და, როცა დაჭირდებათ, არენაზე დროულად გამოყვანა. ეს, ალბათ, ლეგენდაა, შაშკინები რომ თავად ავრცელებენ და ხელშეუხებლობის „ფირმანად" თვალწინ გვიფრიალებენ. ვისთანაც გასდით, ჩანს!


და მერე „ვიღაცეებს" უკვირთ, რატომ უწოდებენ მავან ხელისუფლებას და „ვარსკვლავბიჭუნებით" და კეზერაშვილის უწყებაში დაფრთიანებული „პროფესიონალებით" დაკომპლექტებულ მის პროკურატურას, ზოგჯერ, უნიათოს... ზოგჯერ, უპრინციპოს... ზოგჯერ, ბრმას... ზოგჯერ, ყრუს და თითქმის(!) არასდროს(!)... სამართლიანს!


დიმა შაშკინს, ოთოია კახიძეს და კომპანიას ებარებოდეთ!

ტაში, კუკური!!!


http://www.ipress.ge/new/90636-shashkini-merabishvili-imitom-zis-cikheshi-rom-umushevari-khalkhi-aghtsera-saqartveloshi



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner