logo_geo
eng_logo
ჯემალ სეფიაშვილი: კიდევ ერთი ძვირფასი, საყვარელი მეგობარი დავკარგე... ჯანსუღი...
- +

9 ნოემბერი. 2017. 00:42


კიდევ ერთი ძვირფასი, საყვარელი მეგობარი დავკარგე... 

ჯანსუღი... ჩარკვიანი...


ზოგჯერ როგორი მწარეა ეს ცხოვრება!..


ბატონო ჯანსუღ! ყოველთვის ვიყავი, ვარ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიქნები თქვენი  შესანიშნავი პოეზიის მადლიერი... მეამაყება   მეგობრული თანადგომა და ყურადღება, რომელსაც ჩემდამი, ჩემი ოჯახისადმი,  ჩემი შემოქმედებისადმი ათეული წლების მანძილზე იჩენდით...  თქვენი მომღერალი ლექსები, რომელთა მელოდიის ამოცნობასაც ვცდილობდი ხოლმე... თქვენი ულამაზესი, განუმეორებელი ღიღინი, რომლითაც თითოეულ ჩვენს  ახალ სიმღერას ეფერებოდით...


მიმძიმს, მაგრამ ისღა დამრჩენია, რომ გისურვოთ იმ ქვეყნადაც თქვენებურად, სიყვარულით გემღეროთ და გეღიღინოთ!.. 


 



right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner