logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ვიღაცეები კანალიზაციიდან საზრდოობენ ახალი ამბებით!
- +

26 იანვარი. 2018. 17:45



რეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორთან" საუბარში გუშინ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ რურუასთან დაპირისპირების შედეგად იგი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.


„ვინც კანალიზაციას ხმარობს ინფორმაციის მოსაპოვებლად, იმისთვის არის ეს ნიუსი. სამწუხაროდ, ქართული პრესის ძირითადი ნაწილი და ვიღაცეები იქიდან საზრდოობენ ახალი ამბებით და ამიტომაც არის ასეთ დღეში ქართველი საზოგადოება, როგორშიც არის. რაც ესიზმრებოდათ, ის ელანდებოდათ!

 

ხვალ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეა და ყველას მინდა მივულოცო. ლოცვის და წირვის მადლი შეეწიოს ყველა ქართველ ქრისტიანს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.









 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner