logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: იქით MIHA გვემუქრება, აქეთ – AFGANA
- +

11 თებერვალი. 2018. 20:41


 

ორი დღით ციხიდან გამოშვებული აფგან მუხთარლიც იმუქრება, საქართველოში ცვლილებები იქნებაო. ჩვენი მოსყიდული ე.წ. მედია ღელავს, განიცდის, სამართლიანობის დარღვევას მისტირის. ე.წ. არასამთავრობოებს ვითომ მართლა ვინმე მუხთარლის ბედი აინტერესებთ, ხელებს პარჭყავენ და რაღაცაზე გაუგებრად ჯღნავიან: ჰაი, ჰაი, ქართული სახელმწიფოებრიობა დაინგრაო. ისემც რა გითხარით, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა საეჭვო წარმომავლობის აფგანას მხრებზე არასოდეს იდგა და არც მომავალში იდგება!


ორი დღით გამოუშვეს ახლობლების ორმოცზე და ეგრევე აამყრალა თავის ირგვლივ ყველაფერი - ყოველგვარი დასაბუთებისა თუ მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, საქართველოდან გიორგი კვირიკაშვილის დავალებით გამიტაცესო. ვინც დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა, იმაზე არაფერს ამბობს, ილჰამ ალიევს საერთოდ არ ახსენებს. აჰა, ხომ მტკიცდება, რომ ეს არაკაცი შემოგზავნილი ყოფილა ამ ქვეყანაში?!


დამიჭირესო, თავზე „მეშოკი" ჩამომაცვეს და სამშობლოში გადმომაგდესო. მოსყიდული ჟურნალისტები (ისე კაი დიდი ფული ჰქონია ბატონ მუხთარლის) ისევ წუხან, ლამისაა სახეები ჩამოიხოკონ... თუმცა არა, არ ჩამოიხოკავენ, რადგან ეს წუხილიც ფორმალურია, უფრო სწორად, ნაყიდი. ვინმე აფგანა, რომელიც 2 წელი თბილისში რას აკეთებდა, არავინ იცის, რამდენიმე საათით ადრე შეაბრუნეს ციხეში. ეგრევე ატეხეს განგაში ე.წ. არასამთავრობოებმა, ვადაზე ადრე ჩასვეს, ეს ადამიანის უფლებების დარღვევააო. ჰა, ჰა, ჰა... თან თავებს აქიცინებენ, ჩვენს დანგრეულ სახელმწიფოებრიობას რაღა ეშველებაო?!


იქით სააკაშვილი გვემუქრება, ჩამოვალ და ხელისუფლებას თავზე დაგამხობთო, აქეთ ბატონი მუხთარლი გვიცხადებს, გვიანონსებს, მალე საქართველოში ცვლილებები იქნებაო. ჯერ ერთი, რა იქნება და როგორ იქნება, ეგ ჩვენი გადასაწყვეტია და მეორეც - თუ იქნება, შენ რა, ვინმე აფგან, თანამდებობას ელოდები თუ ალიევს შეებრძოლება ვინმე და ციხიდან გამოგიხსნის? უი, არა, მიHა "ჩამუა", ილჰამს სთხოვს და გამოგიშვებენ ზარ-ზეიმით თბილისში! იმდენი არ აგიდგეთ გვერდები შენ, მიHას და შენს ბაჯის!


მოკლედ, დღეს ვისაც არ ეზარება, ყველა რევოლუციურ ცვლილებებს აანონსებს. არადა, აღარ იქნება ეს რევოლუციური ცვლილებები, წავიდა ეგ დრო, დამთავრდა, მორჩა, პაკაააა! 


ვეღარ აურევთ ამ ქვეყანას სათქვენოდ, ვეღარ დაგაჭერინებთ მღვრიე წყალში თევზს შემოგზავნილებსა და მოღალეტეებს, რამდენიც არ უნდა დახარჯოთ, მაინც არაფერი გამოგივათ!


გელა ზედელაშვილი












 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner