logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს – მაჭუტაძეს, მაჭუტაძეს და მაჭუტაძეს!
- +

30 აპრილი. 2018. 02:28

 

 

ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამში (სიდედრიანებში) ქართული ოპოზიციის ლიდერები მიიწვია და მათთან ერთად საქართველოს გადარჩენის გეგმა შეიმუშავა. ესენი არიან: „ეროვნულ–დემოკრატიული პარტის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია, ,,ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე, „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთობა ახალი საქართველოსთვის“ წევრი მამუკა გამყრელიძე, “ქრისტიან–კონსერვატული პარტიის“ ლიდერი შოთა მალაშხია.

 

უი, მეხი კი დაგაყარეთ, რა ოპოზიციის ლიდერები ესენი არიან, როცა თავიანთი ცოლ-შვილის გამოყვანაც კი არ შეუძლიათ ქუჩაშიო? – იკითხავთ თქვენ და ცამდე მართლებიც იქნებით. ან კიდევ რატომ არიან ყველანი მაჭუტაძეები, როცა ზოგი მალაშხიაა, ზოგი – ქარდავა, ზოგი კიდევ მანჯგალაძეო? – ამასაც იკითხავთ და ასევე ცამდე მართლები იქნებით!

 

ჩემი პასუხი ასეთია: ესენი თავის დროზეც მიხას ბაგაზე იყვნენ დაბმულები და ახლა, როცა ყავლი საერთოდ გაუვიდათ, ამ მიხას მეტი აღარავინ დარჩა. ამათ პარტიებში მარტო თვითონ არიან და როგორც უკვე გითხარით, საკუთარი ცოლ-შვილის გამოყვანაც არ შეუძლიათ გარეთ. მიხა უკვე ისე მოსწყდა რეალობას, ესენი ჰგონია საქართველოში ოპოზიციის ლიდერები – ამიტომაც დაიბარა და დასახა გეგმა ბიძინა ივანიშვილის მოშორებისა. ნუ გეცინებათ, მიხა აქ არ არი, მიხას გონება სადღაც შორს, ტრაკში დანავარდობს, უნდა გაუგოთ!

 

მეორე – რატომ არის ყველა მათგანი მაჭუტაძე? იმიტომ, რომ ყველას ისეთივე გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე, როგორც ბურჭულაძის მიერ დატოვებულ მაჭუტაძეს. დიახ, ყველა მაჭუტაძეა თავისი აზროვნებით, არსით, გაგებით და პერსპექტივით!

 

მესამე – რა შედეგი ექნება ამათ ე.წ. გაერთიანებას? არავითარი – მხოლოდ ფლავი!

 

ბატონ მიხას კი საქვეყნოდ ვეტყვი: თუ ამათ მეტი არავინ დაგრჩა (და მართლაც არავინ დაგრჩა), მაშინ განწირული ხარ სამუდამო მარცხისთვის! 

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×