logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: არ მომწყინდება მივულოცო, მართლაც დიდ ფეხბურთელებს, დაუვიწყარი 13 მაისი!
- +

12 მაისი. 2018. 22:38

 

ამ დილას, ტვ. „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ლეგენდებთან ერთად

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

დიდი მადლობა მედია - კავშირ „ობიექტივის“ მთვარ რედაქტორს, ბონდო მძინარაშვილს მოწვევისათვის და გადაცემის წამყვანებს - პაატა ჯოხაძეს და მარი გვენცაძეს.

 

ხვალ ხომ 13 მაისია, „დინამოს“ შეუდარებელი გამარჯვების დღე, ქართული ფეხბურთის დღე - სასწაული და იმ ტრიუმფის 37 - ე წლისთავი.

 

მართალია, მხოლოდ ორი ლეგენდარული ფეხბურთელი - ოთარ გაბელია და თენგიზ სულაქველიძე იყვნენ პირდაპირ ეთერში, მაგრამ, როგორც მოვასწარით, დიდი სიყვარულით გავიხსენეთ ჩინებული ფეხბურთელები.

 

ბედნიერი და ამაყი ვარ, მე, ერთადერთმა ქართველმა ქალმა ყველაფერი რომ გავაკეთე და დავწერე ქართული ფეხბურთის ლეგენდებზე და გულშემატკივრებზე 240 გვერდიანი წიგნი. მეტიც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, თუმცა, რაც გამოვიდა, გამოვიდა და მიხარია ძალიან.

 

ჰოდა, ვიდრე (და, ნეტავ), გაიმეორებს მსგავს გამარჯვებას დღევანდელი თაობა, არ მომწყინდება მივულოცო, მართლაც დიდ ფეხბურთელებს, დაუვიწყარი 13 მაისი და ვინც ზეციურ საქართველოს შეუერთდა, მჯერა, მათაც უხარიათ ჩვენსავით.

 

გამარჯვება, ბიჭებო!!! პატივისცემით, მაიკო კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×