logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: თანადგომას ვუცხადებ შვილმოკლულ მამას! მაგრამ, მოღლიცინეების და ჯალათების გვერდით ჩემი ადგილი არ არის!
- +

31 მაისი. 2018. 23:53

 

 

სრულ თანადგომას ვუცხადებ ზაზა სარალიძეს - შვილმოკლულ მამას! სრულ თანადგომას ვუცხადებ გურამ გირგვლიანს - შვილნაწამებ და ოჯახმოკლულ მამას! სრულ თანადგომას ვუცხადებ ჯამბულ გამცემლიძეს - შვილმოკლულ მამას! სრულ თანადგომას ვუცხადებ ია მეტრეველს და სოსო რობაქიძეს - შვილმოკლულ მშობლებს! სრულ თანადგომას ვუცხადებ უსამართლობითა და სამართლის ძებნით განაწამებ ოჯახებს!

 

მაგრამ... აქციაზე, სადაც მკვლელები, ჯალათები, ზონდერები, ქვეყნის გამყიდველები, შვილმოკლულ მშობლებზე მოღლიცინეები და საკუთარი ნაძირლობის „გამპრავებლები“ გულზე მჯიღს იცემენ, - ჩემი ადგილი არ არის!

 

დააკვირდით ფოტოებსაც და აქციაზე გადაღებულ ვიდეოკადრებსაც თუ გადაახვევთ, ნათლად დაინახავთ მათ სახეებს! შვილმოკლული მშობლის, და მითუფრო ამ ქვეყნის ტკივილზე მოცინარი სახეებით მორალს ნუ გვიკითხავთ, თუ ღმერთი გწამთ! 7 ნოემბრისა და 26 მაისის ზონდერებო და დამრბევებო - ჯალათ მიშას ებარებოდეთ!

 

დიახ, სრული თანადგომა მკვლელების დასჯის მოთხოვნით გამართულ ნებისმიერ აქციას, მაგრამ უპირველესად ახლა იმ ჯალათების დასჯის დროა, დღესაც რომ ბინძურად დაძრწიან ქუჩა-ქუჩა და საკუთარ თვალში სისხლიან დირეს ვერ ხედავენ!

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×