logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ასე არ არის თაყაო...“
- +

6 ივნისი. 2018. 13:29

 

„ასე არ არის თაყაო...“

**************************

 

„...როცა ბოთლს გესვრიან, შენ უკვე აღარ ხარ პრემიერ-მინისტრი. რამდენ ხანს ჩაებღაუჭება სკამს და იქნება სკამის პრემიერი, ეს უკვე სხვა საკითხია!“ - ბრძნულად ამოუთქვამს კაი ხნის წინათ „გადაყენებული“ და მყარად დავიწყებული ერთერთი საოჯახო პარტიის ლიდერს, ბ-ნ პაატას... (სააკაძეში არ შეგეშალოთ), ჩვეულებრივ დავითაიას!

 

...როცა ერაყში ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლეს (და ეს იმ სამყაროში უდიდეს შეურაცხყოფად ითვლება), ბუშმა, ნასროლი კი კოვბოის სიმკვირცხლით აიცილა, მაგრამ უმალვე დაუწერია განცხადება დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ: ამ წუთიდან უკვე აშშ პრეზიდენტი აღარ ვარ, გადავდექი, სხვანაირად პაატა დავითაიას ვერ ჩავხედავო თვალებში...

 

არ გახსოვთ? ზუსტად(!) ასე იყო.

 

...პოლიტიკური რეალობის ლოგიკა იმას გვეუბნება, რომ კვირიკაშვილი ამ ვითარებაში შესაძლოა და, ალბათ, გადადგება კიდეც, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ(!) და არ(!) გააკეთებს ასეთი ბრიყვული მოტივაციით; არც იმიტომ, რომ „დავითაიებს და კომპანიას“, ასევე, მავანის კმაყოფაზე მყოფ ექსპერტს, რედაქტორს თუ „პოლიტიკანებს“ აქვთ ასეთი „ხოში“.

 

კი, ბატონო, გადადგება (ჩემი ვარაუდით - უახლოეს დღეებში), მხოლოდ საქვეყნო ინტერესების, საზოგადოებრივი სტაბილიზაციის და რეფორმატორული წინსვლის აუცილებლობის, პოლიტიკურ გუნდში რეალობის შეფასებებში და კრიზისის დაძლევის გზების არჩევისას კონცეპტუალურად(!) განსხვავებული პოზიციების გამო.

 

და, ამ ურთულეს პერიოდში გაწეული ღვაწლისთვის, მას მადლობა უნდა ვუთხრათ ყველამ(!). ოღონდ, გულწრფელად!!! მით უმეტეს, ამ არეულობის „უთავო მოთავე“ შოთაძე გაისტუმრეს პატივისცემით და ტაშით და...

 

პირადად მე არაერთგზის მწვავედ გამიკრიტიკებია პრემიერი, მაგრამ არასოდეს დამვიწყებია, თუ პასუხისმგებლობის რა მძიმე ტვირთს ატარებს ის. თანაც, რა პირობებში!!!

 

უშეცდომო არავინაა, ბ-ნი პაატასა და მისნაირების გარდა... რომლებსაც არასოდეს უტარებიათ სწორედ ასეთი უმძიმესი ტვირთი. რომელთა „მოღვაწეობაში“ სანთლით საძებნია სწორედაც მსგავსი ვაჟკაცური ნაბიჯები, სხვას რომ მის გადადგმას მოუწოდებენ და უკიჟინებენ.

 

ისიც გულდაწყვეტით სათქმელია, რომ როცა წლობით, თანაც, პრეტენზიულად, ხარ პოლიტიკაში, უნდა დაიცვა სწორედ პოლიტიკური კულტურის სტანდარტი და ორღობის დედაკაცების ტერმინოლოგიით არ უნდა ისაუბრო... ამ შემთხვევაში, ადამიანურ და ყოფით კულტურაზე საუბარი, ზედმეტია. მართლა გენიალურია ხალხური სიბრძნე: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი...

 

ასე რომ, ებარებოდეთ ბ-ნ პაატა დავითაიას და მისნაირებს!

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×