logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: „კნიაზ დიღომსკი“ მაგრად გაუშაყირებია ბიძინა ივანიშვილს...
- +

25 ივნისი. 2018. 23:41

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში რეჟისორ გიორგი შენგელაიას გამოსვლას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

 

„კნიაზ დიღომსკი“ მაგრად გაუშაყირებია ბიძინა ივანიშვილს, ამან კი, - მივუბრუნდი და ქრისტიანულად ვაკოცეო. ოღონდ ფორმა ვერ ყოფილა მთლად ქრისტიანული, რუსულ-კომუნისტური უფროა.

 

წიგნი აღარ დაუტოვა გაბრაზებულმა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ დირექტორად მაინც დანიშნავდა.

 

აკი, იუმორის გრძნობა არა აქვს ივანიშვილსო?!

 

რაღა დროს 80 წლის კაცის დირექტორობაა, მაგრამ ახალგაზრდობის ოცნების ახდენა უნდოდა - გამსახურდიამ არ გაიკარა, შევარდნაძემ არ დანიშნა, მიშა მუსოლინიმ საერთოდ ჩარეცხა და ივანიშვილის ჩაღვრიჭინებულმა მოინდომა თავისი ხალხის აქ არჩევა, იქ დანიშვნა.

 

ჩემი კაცი არ აირჩიესო...

 

კარგი, რა, კარგი, აღარა კმარა?!

 

* * *

 

სხვათა შორის, ახალი არაფერი უთქვამს. 1992 წელს ერთმა უკვე ასაკოვანმა ცნობილმა მწერალმა ერთ-ერთი რაიონის გამგებელი დაანიშნინა მაშინდელ მთავრობას. რედაქციაში იყო მოსული და ვკითხე, როგორ შეძლო. მიპასუხა, მაგ რაიონში რაიკომის პირველ მდივნებსაც ჩემთან შეთანხმებით ნიშნავდნენო.

 

დიდ პატივში იყო მაშინ ის მწერალი. დიდი ხნის გარდაცვლილია და ახლა აღარავის ახსოვს...

 

სხვა მწერალიც იყო, თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგებელთან დარეკვა სთხოვეს და როცა ჰკითხეს, იცნობო? - ამან ჩაიცინა და, - მე თუ არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო, - ჩაილაპარაკა... ჩემ თვალწინ დაურეკა და „დავინახე“, ის გამგებელი როგორ „წამოდგა ფეხზე“.

 

აი, ეს უნდათ: ქვეყნის მმართველები ფეხქვეშ უნდა ეგებოდნენ, - მათ ხომ დაწერეს, გადაიღეს, იმღერეს და იცეკვეს!

 

* * *

 

აქ მთავარი ფული არ არის!

 

ჩემ ძმას 5000 და მე 3000-ო?! ხვდებით, ხომ, რა აწუხებს?!

 

ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიღაც (თუნდაც ძმა!) უპირატეს მდგომარეობაში არ იყოს, მათ სიტყვას არანაკლებ ანგარიშს უწევდნენ, უჯერებდნენ, ემორჩილებოდნენ, თორემ ხმელა პურზე იქნებიან, თუკი პატივმოყვარეობას დაიკმაყოფილებენ. თუმცა, იმ ხმელა პურსაც კარაქი და თაფლი უნდა გადაუსვან. შენ რომ მიუტან, ის კარაქი და თაფლი!

 

რაიკომის მდივნების და გამგებლების მოსაკითხს მიჩვეულები, ხომ გახსოვთ, როგორ დახარბდნენ სააკაშვილის ინდაურებს?!

 

მთელი ცხოვრება ძღვენს მიჩვეულ ამ მართლა ინდაურებს პრეზიდენტის ყურადღებამ აუჩუხჩუხათ დამდგარი სისხლი, თორემ ივანიშვილის ფულით ნაყიდი ინდაურიც ჰქონდათ და გოჭიც!

 

ისიც ხომ გახსოვთ, 26 მაისს როგორ ჩამწკრივდნენ წინა ღამით სისხლით მორწყულ რუსთაველზე და როგორ დაიკიდეს ბრწყინვალების ორდენები?!

 

კარგად ვიცნობ მაგათ მოდგმას!

 

ისეთი კუდაბზიკები არიან, ბევრი მათგანი ბიძინა ივანიშვილს გამარჯობასაც არ ეტყვის, რომ არ ეხმარებოდეს!

 

ახლაც, - მადლიერები კი არ არიან, ავალდებულებენ!

 

იმ „სტიპენდიასაც“ უმეტესად მათი შვილები და შვილიშვილები მოიხმარენ, თუმცა, არა მგონია, გიორგი შენგელაია ვინმეს რამეს აძლევდეს.

 

აი, თურმე რატომ არ აქვეყნებდა ფონდი "ქართუ" სტიპენდიანტების სიას - კარგად იცოდნენ ამ ბნელიტის ხასიათი!

 

გამოქვეყნდა და მაშინვე დაუსკდათ ბოღმის ბუშტუკები, ტვინში სისხლი ჩაექცათ, - იმას იმდენი და მე ამდენი რატომო...

 

ჩემ ძმასო, კაცო, ჩემ ძმასო!..

 

გარგლიკურკიტოლა კი არა, ჭერმიკურკიტოლა ტვინიც აღარ დარჩათ თავში!

 

ეს წურბელები!

 

* * *

 

დააკვირდით მის საუბარს!

 

ქრისტეს იოანე იმიტომ უყვარდა, რომ კარგი ოჯახიშვილი იყოო...

 

ჰო, აბა, რა, ქრისტე ოჯახიშვილობით არჩევდა მოციქულებს!

 

„იოანეს გამოცხადების“ გაპოეტურება მინდა, სხვა დაწერს და მე პროდიუსერი ვიქნებიო... იმ პოეტს კი კულტურის სამინისტრომ დაუნიშნოს დახმარებაო...

 

ვაი, ვაი და ვაი!

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×