logo_geo
eng_logo
„რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ გამოვჩნდეთ ტელევიზორში და გავხდეთ პოპულარული“
- +

29 ივნისი. 2018. 23:07

 

ადრე, ცუდი კომუნისტების პერიოდში მთელი ცხოვრება უნდა გეშრომა, გეღვაწა, ოფლი გეღვარა, ტელევიზორში რომ გამოჩენილიყავი. მანამდეც ეგრე იყო, მთელი ცხოვრება უნდა გეშრომა, გეღვაწა, ოფლი გეღვარა, შენზე ერთი წინადადება რომ დაეწერათ გაზეთში, ან რამე ეთქვათ რადიოში.

 

ის დრო დამთავრდა, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ტელევიზორში მოსახვედრად ოფლის ღვრა და რუტინული შრომა აღარ არის საჭირო. კარგად გამიგეთ, მე არ ვგულისხმობ შემთხვევებს, რის გაშუქებაც ყოველდღიურად ხდება და უნდა მოხდეს, მე ვლაპარაკობ იმ უცნაურ კასტაზე, ყოველ საღამოს თოქ-შოუებში რომ იწვევენ და ჭკუას ეკითხებიან. არადა, აშკარად ჩანს, ე.წ. ექსპერტები თუ საზოგადოების "ნაღები" წარმომადგენლები გონზე არ არიან.

 

***

 

მოკლედ, გინდათ, ტელევიზიებში ხაშლამასავით ჩამოგატარონ, ჭკუა გკითხონ ყველა საკითხზე და თქვენც ბრძნული გამომეტყველებით აფრქვიოთ აზრები ნებისმიერ თემაზე? ამისთვის დიდი შრომა სულაც არ არის საჭირო: დაპრაწეთ თვალები, მოიჩლიქეთ ენა, შეაგინეთ პატრიარქს, შეურაცხყავით მართლმადიდებლობა (სხვა კონფესიას ან მიმდინარეობას არ შეეხოთ, თორემ დაგერხევათ), გალანძღეთ საკუთარი ქვეყანა, შეაფურთხეთ ქართულ საზოგადოებას... ბოლოს და ბოლოს, თუ ამდენი არ შეგიძლიათ, აუგად მოიხსენიეთ დედა, მამა, ბებია, ბაბუა, აგრესიულად აჭყლოპინდით, რომ ისინი არიან ჩამორჩენილები, გოიმები, ჭაობში ჩარჩენილები, კარგი იქნება, თუ ერეკლე დეისაძეს მიბაძავთ და იტყვით, რომ საკუთარ დედაზე გიდგებათ... თუ არც ამდენი შეგიძლიათ, მაშინ უფრო იოლი გზაც არსებობს - საკუთარი ნიფხავი თავზე ჩამოიცვით, ქუჩაში გამოვარდით და განაცხადეთ (ჭყლოპინით), რომ ხართ თავისუფალი მოქალაქე, მზად ხართ, ბოლომდე გაშიშვლდეთ, ყურებში შამფური გაიყაროთ, ტრაკში მახათი გაირჭოთ (აღარაფერს ვამბობ ცხვირსა და ჭიპზე) და იცეკვოთ. ამდენი რაღაცების კეთება გეზარებათ? კარგი... მაშინ მოძებნეთ რომელიმე ისტორიული ძეგლი, ქანდაკება, რამე ღირსშესანიშნაობა და დააფსით, ეგრევე თქვენთან გაჩნდებიან ტელეკამერიანი ჟურნალისტები, ყველა საინფორმაციოში გამოგჭიმავენ, საღამოს კი პროდიუსერები დაგირეკავენ.

 

დამიჯერეთ, ეს ძალიან ცოტაა, კიდევ არსებობს ტელევიზორში მოხვედრის ხერხები - მაგალითად... ჰო, უნდა მიიღოთ გადაღლილი, გამოუძინებელი სახე და განაცხადოთ, რომ სასწრაფოდაა შესაცვლელი ნარკოპოლიტიკა, თუ ერთ კვირაში არ შეიცვლება და არ მოხდება ამ ნარკოპოლიტიკის სრული ლიბერალიზაცია, დაიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს პარლამენტის წინ. როდესაც გადაცემის წამყვანი გკითხავთ, გაგისიჯნავთ თუ არა ნარკოტიკებიო, თქვენ ამაყად უნდა უპასუხოთ: ჰმ, გამისინჯავს კი არა, მთელი ცხოვრება წამალზე ვზივარ-თქო! ამ დროს უნდა მიიღოთ ძალიან მრისხანე გამომატყველება და აჭყლოპინდეთ, რომ თქვენი სხეული თქვენია, რასაც გინდათ, იმას უზამთ, გინდათ მახათს შეუყრით, გინდათ - წამალს შეუშხაპუნებთ! ჰო, არ დაგავიწყდეთ, ამ ჭყლოპინს წითელ ხაზად უნდა გასდევდეს ევროპელობა, თავისუფლება, თანამედროვეობა და ასე შემდეგ. თქვენ მუდმივად უნდა აპელირებდეთ ევროპელობაზე, ევროპეიზმზე, დასავლურობაზე. ნუ შეგეშინდებათ იმისი, რომ აზრზე არ ხართ, რას ნიშნავს ევროპეიზმი, ყოველთვის გახსოვდეთ, საქართველოში 70-მა პროცენტმა არ იცის, რა ხილია ევროპა და რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები.

 

თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ხართ, უნდა შეიძულოთ მამრობითი სქესის წარმომადგენლები, სადაც კი მომენტს ნახავთ, უნდა აჭყლოპინდეთ, რომ უკიდურესად გეზიზღებათ კაცები, ჰეტეროები და ასე შემდეგ.

 

რეკომენდაცია ქალებისთვის: სასტიკად უნდა შეიძულოთ მამრობითი სქესის წარმომადგენლები... გამონათქვამი - "გაწყდეს კაცების სინსილა", არ გამოდგება, მოძველებულია, აქ საჭიროა დაკონკრეტება და საკითხის გამარტივება. მაგალითად, ასეთი სლოგანებით: "არ შემოეთრა ჩემ საშოში, ის ჩემია"! "არ გავიპარსავ იღლიებს, იღლიები ჩემია"! "არასოდეს დავიბან ინტიმურ ადგილებს, ინტიმური ადგილები ჩემია"! „არასოდეს გავაჩენ შვილებს, საშვილოსნო ჩემია"! გახსოვდეთ, ამ დროს სახე, ტანი, ხელი, ფეხი უნდა გქონდეთ, ასე ვთქვათ, მონგრეული, თმა - დაუბანელ-გაუბედურებული, რადგან ასეთი მდგომარეობა არის თავისუფლების მთავარი ატრიბუტი.

 

კიდევ უამრავი ხერხი არსებობს ტელევიზორში მუდმივად ჯდომისა, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, ეს შეუძლებელია. ისე, ბევრი რამე მაინც თქვენს ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. გისურვებთ წარმატებებს, რასაც ბოლოს მიიღებთ, არავის გაუყოთ!

 

პატივისცემით, გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×