logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: შევარდნაძე წავიდა და... დარჩა!
- +

7 ივლისი. 2018. 17:11

 

"შევარდნაძე წავიდა და ... დარჩა!"
****************************************

 

2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე. ამ სათაურით წერილი (7 ივლისი, 2016 წ.) და უნიკალური ფოტოც მაშინ გამოაქვეყნა "რეპორტიორმა". შარშანაც გაიმეორა.

 

სათქმელი იმ დღეს რაც მქონდა ვთქვი. დღესაც - არავითარი დიფირამბები, არავითარი კრიტიკა, რამეთუ დღე და თარიღია ისეთი რომ...

 

"რაღაც-რაღაცეებს" ზოგჯერ ვიხსენებ, კვლავაც გავიხსენებ. სხვებიც!

 

რაც დრო გადის, "შეზღუდვები" სუსტდება, ობიექტურობა მძლავრობს. ჩრდილოეთში ლანძღვა-გინება მეტია, საქართველოში ნაკლები. ესეც ბუნებრივია. და როცა დადგება ისეთი დრო, როცა ისტორიკოსები, დაინტერესებული მკვლევარები - მთლიანად საზოგადოება ბოლომდე განთავისუფლდება პირადული, სუბიექტური "განცდებიდან" და გაუჩნდება ბუნებრივი სურვილი მხოლოდ ობიექტურად, მხოლოდ მეცნიერულად, ანუ მხოლოდ ისტორიზმის პრინციპების გათვალისწინებით გაანალიზოს და შეაფასოს საქართველოს მეორე პრეზიდენტის (და არა მარტო მისი) მოღვაწეობა, მისი კომუნისტური წარსული, იმდროინდელი ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივი ცხოვრების მიღწევები და ჩავარდნები, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში შეფასება იქნება ისეთი, როგორიც ეკადრება... ეპოქას!

 

ეპოქას, დიახ, ეპოქას! მის ურთულეს, მრავალწახნაგოვან, მრავალფეროვან რეალობას. და ვინ არის ისეთი გაბედული, ისეთი გენიალური რომ დღეს (!!!) საბოლოო წერტილი დაუსვას ასეთი შეფასებების უტყუარობას?!

 

გავა წლები, ათეულობით, ასეულობით... მოვლენ თაობები, რომლებიც ამას შეძლებენ. ასეთი დამოკიდებულების მაგალითები ბევრი აქვს ისტორიას. ჩვენშიც და გარეთაც!

 

აგერ, სტალინი აიღეთ, რა ხდება არამარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოში.

 

გორბაჩოვი? ცოტა ხნის წინ ქვეყნის მოღალატედ კიდევ ერთხელ გამოაცხადეს და ტრიბუნალზე გადაცემას ითხოვენ...

 

უკრაინაში ადრე "მოღალატედ" გამოცხადებული ყველა პერსონა, უკვე ეროვნული გმირის "მანტიით" შემოსილი ევლინება საზოგადოებრივ ცნობიერებას.

 

ცოტა შორეულ წარსულს თუ გავიხსენებთ, ნაპოლეონსაც მივწვდებით... სხვასაც!

 

ერთი სიტყვით, ვფიქრობ, ყველაზე უპრიანი იქნება, გარდაცვლილები "დავუთმოთ" მეცნიერებს - ისტორიას და მოვა დრო სწორედ ისტორიის "განაჩენისა"...

 

ახლა კი, როგორც თავშივე ვთქვი, დავუბრუნდები "ძველ" პუბლიკაციას. დრო მიდის, ძირითად შეფასებებსა და პოზიციაში რადიკალურად არაფერი იცვლება.

 

ვისაც რამე არ მოწონს ჩემს შეფასება - თვალთახედვასა თუ „მამათელ ბიჭის“ (!!!) ოლიმპამდე განვლილი ცხოვრების ურთულეს გზაზე (რომელიც პოლიტიკოსის ცხოვრება იყო და არა წმინდანის} - ეს მისი უფლებაა და პირადად მე პატივს კი ვცემ მის მონაპოვარს - ქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ... ამ შემთხვევას ვხვდები ოლიმპიური სიმშვიდიდ, რამეთუ აუცილებლად ვითვალისწინებ ერთ ინგლისურ სიბრძნეს,: ყველა ჭრის და კერავს თავისი „გაფუჭებულობის“ საზომით ( ქართულად რომ საკუთარი არშინი ქვია).

 

ერთი სიტყვით, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, აქაურ - მიწიერ თუ იქაურ - ზეციურ საქართველოში."

 

 

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1482478365143988&set=a.502455816479586.1073741825.100001455174654&type=3&theater

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×