logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა, არაფერი მინდა... არაფერი!
- +

13 აგვისტო. 2018. 14:41

 

 

ხანდახან ისე მეტკინება, ისე მეცოდება... გული მეკუმშება და ცრემლი ყელში ჩამდის...

 

მინდა მკლავები გავშალო და გულში ჩავიხუტო, მოვეფერო, ვანუგეშო, ხელები დავუკოცნო, მადლიერმა შევხედო თვალებში და მკერდში ჩაკრულმა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს! ძალიან ვამაყობ მისით! რომ მისთვის გავწირავ თავს! მისი გულისთვის დაჩოქილი მივალ სალოცავებში, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა, არაფერი არ მინდა... არაფერი!

 

არ ვიცი, რატომ გახდა სასირცხვილო სამშობლოს სიყვარული?!

რატომ უნდა ვმალავდეთ თუ გვიყვარს ეს მოცუცქნული სამოთხე?!

ან სხვა, უფრო დიდი რა უნდა განიცადოს ადამიანმა?!

საბოლოოდ ხომ, ისევ მას უნდა ჩავბარდეთ... ჰა, ჰაა... 1 მეტრი x 2 მეტრზე და მორჩა... ან ცოტა მეტი...

 

რით ვერ ვძღებით და ვეტევით ამ დუნიაზე... ვის რა წაუღია, ჩვენ რომ წავიღოთ!

 

რისთვის იკლავენ თავს... რისთვის ირგებენ დედის რძესავით წყევლა-კრულვას?.. რატომ უმწარებენ უამრავ ადამიანს სიცოცხლეს ერთი ძუნძღლიანი სკამისთვის?..

 

სკამი... დამიჯერეთ, თუ თავად არ ხარ ღირსების და ღირებულებების მატარებელი, ის სკამი ვერაფერს შეგმატებს... პირიქით, ტკივილის და დამცირების მეტს არაფერს მოგიტანს!

 

არა და, რა ბედნიერებაა როცა უბრალოდ გიყვარს და იცი, რომ შენს სიცოცხლეს აზრი აქვს...

 

 

ხათუნა ხოფერია - პარლამენტის ყოფილი დეპუტატი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×