logo_geo
eng_logo
ჩიტადინის "ნატურმორტი კურდღლით" და ძარცვით გამდიდრებულთა ვიშვიში
- +

26 აგვისტო. 2018. 21:52

 

 

დრეზდენის მუზეუმიდან 1945 წელს მოპარული და პრემიერ ბახტაძის მიერ კანცლერ მერკელისთვის გადაცემული ნახატი ჯერ საქართველოშია, - შესაბამისი პროცედურების შემდეგ გაიგზავნება გერმანიაში.

 

ეს ფერწერული ტილო კერძო კოლექციონერისგან მეორე კერძო კოლექციონერმა იყიდა და სახელმწიფოს აჩუქა გერმანიაში დასაბრუნებლად.

 

ვისაც წიკვინის გარდა კიდევ რამე შეგიძლიათ, მოძებნეთ: კერძო კოლექციონერებთან ალბათ კიდევ ინახება 1945-46 წლებში ევროპაში ნაძარცვი არაერთი შედევრი, გამოისყიდეთ და სახელმწიფოს გადაეცით დათქმით, რომ ეს შედევრები არასოდეს დატოვებენ საქართველოს!

 

აი, თუ ამ პირობას დაარღვევენ, მაშინ იწიკვინეთ!

 

მოწიკვინეთა შორის ისეთებიც არიან, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში თვითონ გამდიდრდა ხალხის ძარცვით, ან მათმა მამა-პაპამ მოიწყო ცხოვრება საბჭოთა რეპრესიების დროს და ახლა მათთვის გენეტიკურ დონეზე მიუღებელია უსამართლოდ წართმეულის პატრონისთვის დაბრუნება.

 

სინამდვილეში, აი, ეს არის მათი წიკვინის მიზეზი, თორემ, დარწმუნებული ვარ, მე-17 საუკუნის მხატვრის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის შესახებ მათ უმრავლესობას არც კი სმენია და ამ ნახატის - "ნატურმორტი კურდღლით" - არსებობაც ახლა გაიგო.

 

ბონდო მძინარაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×