logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სამართალმა პური ჭამა... 20 წლის შემდეგ, ანუ, ჰოლანდიური გაკვეთილი საქართველოსთვის
- +

29 აგვისტო. 2018. 12:06

 

 

სამართალმა პური ჭამა... 20 წლის შემდეგ, ანუ, ჰოლანდიური გაკვეთილი საქართველოსთვის

************************

ქვეყანა რომ დაიქცეს, სამართალმა პური უნდა ჭამოსო... უძველესი რომაული მაქსიმა ჰიპოკრატეს ფიცის მნიშვნელობისაა იურისტებისთვის. ოღონდ, ნაღდი იურისტებისთვის და არა ფარცხალაძეებისთვის, არა შოთაძეებისთვის, არა კეზერას საფინანსო პოლიციაში დაფრთიანებული ზოგიერთი ხარბი და გაუმაძღარი ნაბიჭვრისთვის.

 

და ის ვინც პოლიტიკური კეკლუცობის გამო ასეთ ტიპაჟს გვაცოდებს, არაფრით განსხვავდება მათგან. შესაძლოა მხოლოდ სქესით ან ფულის ტომრის სიმძიმით.

 

გირგვილიანის საქმე, სარალიძის საქმე, არაერთი მსგავსი საქმე კიდევ ერთი ილუსტრაციაა იმისა, თუ რაოდენ სამარცხვინონი და ამაზრზენნი არიან სამართალდამცავ სტრუქტურებში მოკალათებული არამზადები.

 

საბედნიეროდ წესიერები და საქმის მცოდნენიც არაერთი გვყავს. ოღონდ, მათ ბედ-იღბალს არ უნდა წყვეტდნენ „ბოტასების ქურდები“, მათი „პარტნიორები“, მათი მფარველები.

 

გაეცანით BBC-ის გადაცემას, რომელიც მოგვითხრობს ჰოლანდიაში მოკლული 11 წლის ბიჭუნას „საქმეს", რომელმაც არა მხოლოდ შეძრა ქვეყანა, არამედ მისი „გახსნა" გახდა სახელმწიფოს პრესტიჟის და საზოგადოების ღირსების განმსაზღვრელი ფაქტორი.

 

გაეცანით და გაოცდით იმით თუ, 20 წლის მანძილზე რა გამიზნულად და თავდადებით ეძებდნენ მკვლელს, რა სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯები გადადგეს, რა მასშტაბურად, თანაც ორიგინალურად დარაზმეს და ჩართეს მთელი ევროპული საზოგადოება სავარაუდო დამნაშავის ძიების პროცესში და... მაინც „ამოთხარეს“ ადამიანის მსგავსი „ურჩხული" მიწიდან!

 

ჩვენ წინაპრებს უთქვამთ: თუ გული გულობს ქადა ორი ხელითაც იჭმევაო. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გული მართლა გულობს. გულწრფელად! როცა მილიონობით გული გაერთიანდება და გარდაიქმნება რისხვით შეკრულ ერთ მუშტად.

 

იმიტომაც ჭამა პური სამართალმა. გვიან. მაგრამ მაინც.

 

იმიტომაც, რომ გარდა კომპეტენციისა, გარდა მიზნისა, გარდა პოლიტიკური ნებისა, ეტყობა, ჰოლანდიურ საზოგადოებას გააჩნია კიდევ ერთი გადამწყვეტი ნიშანთვისება: სინდისი!

 

ასეთმა სინდისმა და მისმა მუშტმა - „კაკაბეთის ზარებმა“ ერთხელ ისე დაუჩეჩქვა ცხვირპირი არაკაცებს, რომ მრავალი წლის მანძილზე არ მომხდარა ადამიანის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით. მანამდე, კარგა ხნით ადრე, ჭკუამ და შეგნებამ წერტილი დაუსვა სისხლის აღების სამარცხვინო „ტრადიციას".

 

ეს სინდისი, ერთსულოვნებასთან ერთად, მძლავრად კი არა, ოდნავ მაინც რომ ქონდეს ქართულ საზოგადოებას, ნებისმიერი ანაკლია იქნება, თბილისი თუ მარნეული, ყოველდღე არ შეძრწუნდებოდა საჯიშე გოგო-ბიჭების მოულოდნელი და გამაოგნებელი „თვითმკვლელობებით“, რომლებსაც „სულს უბერავენ" ვითომ თავისუფლებისთვის მოწადინებული, სინამდვილეში კი აშკარად მოდეგენერატო, ენატარტარა თუ მეტყველებადაქვეითებული, ახალ თაობასთან საკუთარი „სვეცკობით“ მოკეკლუც-მოგირჩ-მოევროპულო“ საპრეზიდენტო კანდიდატებიც კი, რომელთა მავნებლური საქმიანობა შედეგიანობით არაფრით განსხვავდება ადგილობრივი თუ გადამთიელი ნარკობარიგების ამაზრზენი და დამღუპველი „ბიზნესისგან".

 

ეს ის სინდისია, სამწუხაროდ, კონა ათ შაურად რომ იყიდებოდა ამ ცოტა ხნის წინ... პროკურატურაში!

 

ისე, ღმერთმა არ ქნას, პროკურატურის თავკაცის მორიგმა ცვლილებამ ლარის კურსის ცვლილების მსგავსად არ იმოქმედოს მავანთა სინდისის ღირებულებაზე.

 

მანამდე კი:

შენ დაუკა...ფარცხალაძე!

შენც - შოთაძე!

თქვენ კი ტაში... მარიხუან-კოკაინმყნოსავო, მაგრად დაბოლილო კანდიდატებო!

 

https://www.bbc.com/russian/features-45320765?SThisFB 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×