logo_geo
eng_logo
ძირძველი მიწა
- +

29 აგვისტო. 2018. 20:35

 

აფხაზეთის ომის შემდეგ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს რუსები „აგვარებდნენ“ და ხშირად იმართებოდა ხოლმე შეხვედრები მაღალ დონეზე. ასეთ შეხვედრებზე აფხაზები ყოველთვის იმას „აწვებოდნენ“, რომ შავიზღვისპირეთი მათი ძირძველი მიწა იყო და იქ ლამის ქრისტეშობამდე ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მოსკოვური შეხვედრისას აფხაზეთს ვლადისლავ არძინბა წარმოადგენდა, საქართველოს – შევარდნაძე. „მშვიდობის მტრედი“ კი ბორის ელცინი იყო. არძინბამ თავის სიტყვაში „აფხაზური მიწის ტრადიციულ ძირძველობას გაუსვა ხაზი“. ბორის ელცინი კი მას დაეთანხმა. შევარდნაძემ თავისი გამოსვლა უცნაურად დაიწყო და თქვა: „ბაბუაჩემი მიყვებოდა, რომ 1895 წელს სოხუმის სანაპიროზე ბანაობდა და წყლიდან რომ ამოვიდა, სამოსი აღარ დახვდა, რომელიც აფხაზმა მოიპარა...“ უცებ არძინბამ შევარდნაძეს სიტყვა გააწყვეტინა  და თქვა: „ბატონ შევარდნაძეს აფხაზების დაკნინება სურს და ამიტომაც მოიგონა ეს ტყუილი. 1895 წელს აფხაზები სოხუმში საერთოდ არ ცხოვრობდნენო“. შევარდნაძეს გაეცინა და თქვა: „აგაშენათ ღმერთმა, თქვენ თვითონ გამოტყდით სიმართლეში და ნუღა გვიმტკიცებთ, რომ აფხაზეთი თქვენი ძირძველი მიწააო“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×