logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „ყველაზე ბრწყინვალე საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ისტორიაში?“
- +

20 სექტემბერი. 2018. 22:38

 

„ყველაზე ბრწყინვალე საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ისტორიაში?“

 

***********************************************************

 

მართლა სერიოზულად მაინტერესებს: რატომ არის „გრიგოლ ვაშაძე ყველაზე(!) საუკეთესო(!) საგარეო საქმეთა მინისტრი(!) საქართველოს ისტორიაში“?

 

პირადი მოტივების გამო, ჯერ-ჯერობით არ ვარ მის მიმართ აგრესიული ნეგატიურობით განწყობილი, მაგრამ თუ ასე უტიფრად, თავხედურად, ცრუპენტელობით გაგრძელდა მისი „რეკლამა“, ხმას ავიმაღლებ.

 

მაინც რა გააკეთა ისეთი განსაცვიფრებელი იმ მოკლე დროის განმავლობაში?

 

რით განსხვავდება მისი საქმიანობა და შედეგები „იმისგან“, რაც გაკეთდა იმ პერიოდში, როცა მინისტრებად მუშაობდნენ ერთობ „წარუმატებელნი“:

 

გოგი ხოშტარია, მურმან ომანიძე, ალექსანდრე ჩიკვაიძე, ირაკლი მენაღარაშვილი, თედო ჯაფარიძე, იგივე სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე, ეკა ტყეშეკაშვილი, გელა ბეჟუაშვილი, მაია ფანჯიკიძე, თამარ ბერუჩაშვილი, მიხეილ ჯანელიძე, დავით ზალკალიანი?

 

რატომ პროტესტის, უკმაყოფილების ხმას არ იღებენ ამ პერიოდის დიპლომატები, გადამდგარი, „გაგდებული“ თუ მოქმედი ელჩები, დეპარტამენტების უფროსები, მინისტრის მოადგილეები, თავად ყოფილი მინისტრები?

 

დავიჯერო მართალს ბრძანებენ ცნობილი, არაცნობილი, ზოგჯერ წერა-კითხვის და ისტორიის უცოდინარი, უტიფარი „პუბლიცისტები“. „ექსპერტები“, „პიარშიკები“ და თავად კანდიდატი?

 

დავიჯერო, არაფერი აქვთ სათქმელი ამ „მართლა უსაქმურებს“? ეგებ, „შიში“? ეგებ, პრაგმატიზმი? ეგებ, „ფეხებზე მკიდია“-ს პოზიცია?

 

მაშინ, შემოვცხოთ ტაში, კუკური!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×