logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ვინ იქნება „თბილისის საპატიო მოქალაქე“?
- +

27 სექტემბერი. 2018. 20:30

 

 

ვინ იქნება „თბილისის საპატიო მოქალაქე“?

 

***************************************************

 

რამდენადაც ცნობილია, მერიაში კახი კალაძის თავმჯდომარეობით შექმნილია კომისია, რომელიც განიხილავს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებისთვის წარდგენილ კანდიდატურებს.

 

ძალიან საინტერესოა, ვინმე რამეს ეკითხება ამ კომისიის წევრებს? თუ ეკითხება - სუპერ, ხომ კარგი და სასიამოვნო. მაშინ ერთობ საინტერესოა თუ ვინ არის ამ კომისიაში, როგორი განხილვის შედეგად წყდება ეს ფაქიზი საკითხი?

რამდენად ავტორიტეტულნი არიან, როგორ იცნობენ თბილისს, მის წარსულს, იმ ადამიანებს, რომლებსაც მართლა დიდი ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქისა და საქართველოს წინაშე.

 

კომისიის ერთი წევრი გავიგე ვინც არის - ცნობილი და ავტორიტეტული მხატვარი, თავად ღირსეული პიროვნება და მოქალაქე მურაზ მურვანიძე... მას მართლა არაფერი შეეშლება.

 

ერთის გვარიც გავიგე, აქამდე ჩემთვის პატივსაცემი ქალბატონია...სხვების რა მოგახსენოთ, არ ვიცი, არ გამიგია მათ შესახებ არაფერი, მით უმეტეს, ჩვენი სააგენტო "რეპორტიორი" სისტემატურად აშუქებს ქალაქის ცხოვრებას, მხარს უჭერს სასიკეთო საქმეებს, თვალს არ ხუჭავს ნაკლზეც.

 

ადრე კომისიის წევრი იყო დიდი ნონა გაფრინდაშვილი... იყო!!!!!!

 

ასევე, იყო(!!!!!) საზოგადოება "თბილისელის" თავკაცი ირაკლი მეძმარიაშვილი. იყო(!!!!!)

 

ასევე, კულტურის ფონდის ხელმძღვანელი, "მოწამლული" ქალაქელი თამაზ შილაკაძე. იყო(!!!!!)

 

ამ კომისიის წევრები, ასევე, იყვნენ სხვა ღირსეული თბილისელები(!!!!)

 

ახლა? ეგებ გასაჯაროვდეს ვინაობა კომისიის წევრებისა, როგორია მათი ავტორიტეტი, ასაკი, პროფესია, რას საქმიანობენ, რა დამსახურების ხალხია...

 

მართლა საინტერესოა ვინ უმზადებს ქალაქის მერს (ან, "სხვა უზენაესს") წინდადადებებს, რეკომენდაციებს. ბუნებრივია, ჩვენმა მზარდმა მერმა, რომელმაც კარგად იცის ფეხბურთი, შესანიშნავად იცნობს სამტრედიას, მილანს, შესაძლოა არ იცოდეს თბილისის წარსულთან დაკავშირებული ყველა პერიპეტია... ეს შეკითხვები სხვისი მისამართითაც შესაზლოა დაისვას. და ამაში ცუდს, საქილიკოს ვერაფერს ვხედავ.

 

ჰოდა, ძალიან, ძალიან მაინტერესებს ამ საპატიო წოდების მინიჭებასათან დაკავშირებული ტექნოლოგიები, კრიტერიუმები, გადაწყვეტილების მიმღები პიროვნებები. არც ის იქნებოდა ურიგო, თბილისის მოსახლეობას წინასწარ ცოდნოდა ვინ, რამდენ მოქალაქეს უწევენ რეკომენდაციას ამ წოდებაზე და, საბოლოოოდ, სასიამოვნო სიურპრიზი გასაჯაროვდეს თბილისობაზე. ეს საჯარობა, ბატონო კახა, თავიდან აგაცილებთ ბევრ უხერხულობას. თანაც, ჩვენ სასიამოვნოდ შევეჩვიეთ თქვენს "პიარ-ნაბიჯებს", თქვენს სიარულს ქუჩაში, მეტროში, ბაზრობებზე... ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენი გემოვნებიანი ჩაცმულობა, მოვლილი გარეგნობა. დამიჯერეთ, ამ მიმართულებით მცდელობის მეათედიც კი, რომელსაც "დაახარჯავდით" საპატიო თბილისელების გამოსარჩევად, ასჯერ და ათასჯერ პატივისცემით შემოგიტრიალდებოდათ თქვენვე. ესეც ისეთი საჭოჭმანო საკითხი არ არის, როგორც კანაფის პლანტაციების გაშენება-არგაშენების პრობლემა.

 

ისე კია უპრიანი, ამ საქმეში ჩართონ (რჩევაც კითხონ) ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ "თბილისობის" დაფუძნების და "საპატიო თბილისელის" წოდების შემოღების სათავეებთან. მაგალითად, ქალაქის ყოფილი თავკაცები ნიკო ლეკიშვილი და ზაურ მესხიშვილი. სხვებიც, ერთობ დამსახურებული და გამოცდილი, უანგარო და თბილისზე თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანები...

 

ისე, სხვათაშორის, ბატონო კალაძე, სულაც არ იქნებოდა ურიგო ამ დამსახურებული პერსონებისთვისაც მიგენიჭებიათ ეს საპატიო წოდება, ანუ, გამოგეხატად წინამორბედებისადმი პატივისცემა და მადლიერების გრძნობა. ეს თქვენც წაგადგებოდათ, მით უმეტეს, მაშინ როცა... აღარ იქნებით ქალაქის მერი.

 

დაიხსომე! თანაც მყარად: ყველაფერი არ იწყება თქვენით და თქვენგან, ბატონო ახლანდელო მერო და კომპანიავ! და არც მთავრდება!..

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×