logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ვინც ქართულად სალომეზე უკეთესად ლაპარაკობს, ქვა იმან ესროლოს!
- +

28 სექტემბერი. 2018. 20:07

 

უკვე წაიღეს ტვინი "მიშმაკებმა" და მათთან გათანაბრებულმა "პრაშმანდოვკებმა", სალომემ ეს თქვა, სალომემ ის თქვა, სალომეს ეს შეეშალა, სალომეს ის შეეშალა, სალომემ ქართული არ იცის, სალომე ჩიქორთული ქართულით ლაპარაკობსო!!!

 

ჰმ... ამას ამბობს უდუმ ზაალიშვილი კი არა და, პირიქით რომაა... აი, ისა, "შეიძლება"-ს ნაცვლად სულ "შეილება"-ს რომ გაიძახის და მთელი ცხოვრება სხვის დაწერილს კითხულობდა. მეტიც, ტელევიზორიდან ჩიქორთული ქართულით რომ გველაპარაკებოდა!

 

ამას ამბობს ვაშა ღრიღოლაშვილი კი არა და, ესეც პირიქით რომაა... "შტაბკვარწირა", ვითომ კარგი მოქართულე ლაპარაკისას დამტვრეულ რუსულს რომ გამოურევს ხოლმე. მეტიც, დღენიადაგ ერთ "პლასტინკას" რომ ატრიალებს და წყალში გაპარული ჰაერივით ბუყბუყებს!

 

ჰა, კიდევ რომელია მაგარი მოქართულე, უმოქალაქოდ დარჩენილი მიკლუხო მაკლაი, საკუთარი ცხვირი რომ მტვერსასრუტი ჰგონია და რას ბოდიალობს, ვერ გაიგებ? რაც მაგას სისულელეები აქვს ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილმა რომც მოინდომოს, ვერ აჯობებს. მარტო ის რად ღირს, გაზაფხულს რომ "მოიტყვანდა" და "წაიტყვანდა" ხოლმე!

 

აბა, რომელი ერთი ჩამოვთვალო? რომელი ერთი გავიხსენო? ნათქვამია, ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველიდესო. შენ თვითონ არ იცი ქართული ენა, წინადადების გამართვაც გიჭირს, სასვენ ნიშნებს ვერ სვამ, ხშირად წაურუსულებ, თუ გაბრაზდი, ჟურნალისტებს უყვირი, "ზაებალი, ბლიად"-ო, ამ დროს სხვას დასცინი და ამტკიცებ, პრეზიდენტად ის კი არა, მე ამირჩიეთო?!

 

სხვათა შორის, პერიოდულად ჟურნალისტებიც ქირქილებენ - ოჰ, ამ სალომემ კიდევ ქართული არ იცის, ნეტა ვინმე ასწავლიდეს, რამე გავიგოთო. ამას ის ჟურნალისტები აკეთებენ, "კალაძემ ღონისძიება დააორგანიზაო", რომ გვიყვებიან და ათას სისულელეს ბჟუტურობენ!

 

ზეპირი საუბრისას ყველას ეშლება, თუ ჩაუსაფრდი, ნებისმიერს გამოიჭერ და საქვეყნოდ გაიგდებ. თუმცა, ბოლო დროს მიშმაკები უკადრებელსაც კადრულობენ - უცებ გამოაცხადებენ, სალომემ ან სხვა ვინმემ ესა და ეს თქვა, ნაღდად მოღალატეაო. ამ დროს არც სალომეს და არც სხვას მსგავსი არაფერი უთქვამს. გებელსის ტაქტიკა აქვთ შემუშავებული "ნაცხროვის" წუპაკ წარმომადგენლებს - გამოაგდებენ რაღაც სისულელეს და სალომემ ან სხვამ უნდა ამტკიცონ, რომ ვარდისფერი სპილოები არ არიან!

 

გებელსისეული ტაქტიკა უკვე იოლად იშიფრება, "ნაცები" თავიანთივე მოგონილ ბალღამში იხრჩობიან და სასაცილონი ხდებიან!

 

გელა ზედელაშვილი

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×