logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: აჩლატუნა-შნირების საყურადღებოდ!
- +

25 ოქტომბერი. 2018. 19:24

 

 

აჩლატუნა-შნირების საყურადღებოდ!

**********************************************

 

ამ დაკვეთილ-პროვოკაციული ბლოგის დიალოგში, მე მახსენებს ერთი შუბლზეძარღვგაწყვეტილი და მატყუარა არაკაცი. ეს ნამეტნავად „ინფორმირებული“ მენეჯერი იმეორებს მისი დეპუტატი-მეპატრონეების მოგონილ -გავრცელებულ ჭორს, ვითომ „ტვ-იბერიის“ ჩემთვის „გადაბარების“ სახელისუფლებო „მოთხოვნაზე“...

 

ბოდვა! ბოდვა! თანაც, უკიდეგანო!

 

გავეცი პასუხი, არგუმენტირებული, კორექტული, ისეთი კი არა, მათი ტელეეკრანიდან რომ სისტემატური ლანძღვა-გინება ისმოდა სულით გახრწნილი რესპონდენტების ბაგეთაგან. ეტყობა, ეს რიტორიკა უფრო ესმით და მოsწონთ. ამ კაი დედმამიშვილებს.

 

ისიც მეგონა, რომ ცრუპენტელა მხოლოდ მეპატრონეები და ზოგიერთი მოჟურნალისტო-გადამგდები ტიპაჟი იყო. ახლა ეს მენეჯერი გამოჩნდა სცენაზე. მორიგი ბრიყვი!

 

ეტყობა, მეპატრონე-მენეჯერებს მაინცდამაინც უნდათ, გამომტყუონ ყოველდღიური „მოკითხვა“? ორჯერ(!) პასუხით ვერ დაკმაყოფილდით, თქვე მართლა სულით და საქმით სპეკულიანტებო?

 

„ტვ-იბერიის“ ჟურნალისტები ხომ ჯერ მოატყუეთ, მერე გააბრიყვეთ და, ბოლოს, გადააგდეთ?! გგონიათ გაგივიდათ, თქვე უმადურებო?!

 

50 მილიონზე მეტი გადასახდელისგან სახელმწიფოს გადაგდება მოინდომეთ, არ გამოგივიდათ და პროვოკაციებზე წახვედით, თქვე მართლა ყველაფრის მკადრებელო, მილიონერ-„ჩამწერ-გადამღებო ოპერატორებო“?!

 

„საქართველოს ბანკის“ ვალს რომ არ იხდით, თქვე პროფესიონალო გადამგდებებო, და სასამართლოთი ცდილობენ ამ ფულის ამოღებას, სწორედ ამ ბრიყვის „მოხერხებულობის“ შედეგი ხომ არ არის და ეს კიდევ სხვაზე ჭორაობს?

 

და ეს სინდისგარეცხილი პროვოკატორები ჩემs გვარს ატრიალებენ წაღმა-უკუღმა და, მგონი, მათ ბლუკუნა და წესიერი ქართულის არმცოდნე ბოსში, კრისტალ-ზაზაში ვეშლები.

 

თქვენ მაგინებელი გაკლიათ, მე რომ არ დამიმატოთ, თქვე მართლა გონებაშეზღუდულებო? გაიქეცით ახლა და მიჩივლეთ კაპიტან „ასო“-სთან და პრეზერვატივების პრინცესასთან, ანდა, მარეგულირებელ კომისიაში - სიძულვილის ენაზე გველაპარაკებაო. ოთხდღიან სამარცხვინო მოვარდნა-ეგზეკუციას, გამოუცდელი გოგო-ბიჭების მხრიდან ჩემი ეზოს სასაცილო და პრიმიტიულ „აწიოკებას“ კიდევ ბევრჯერ გაგახსენებთ.

 

აბა, ტაში, კუკური!

შენ დაუკა, პრინცესა მარგალიტა!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×